"საუკეთესო ტალანტია, ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია" - დე ბრუინი ფოდენზე

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა საკუთარი თანაგუნდელის, ფილ ფოდენის შესახებ ისაუბრა.

როგორც ბელგიელმა Telefoot-თან ინტერვიუში აღნიშნა, ფოდენი საუკეთესო ტალანტია, ვისთან ერთადაც კი ოდესმე უთამაშია.

"საუკეთესო ტალანტია, ვისთან ერთადაც კი ოდესმე მითამაშია. მას შეუძლია მომდევნო 15 წლის განმავლობაში ფეხბურთის ისტორია გადაწეროს", - განაცხადა დე ბრუინმა.

შეგახსენებთ, ფოდენმა "მანჩესტერ სიტის" მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 45 მატჩი გამართა, თავი კი 22 გატანილი გოლითა და 10 საგოლე პასით გამოიჩინა.


altფოდენი: არასდროს შემადაროთ მესის

altმანჩესტერული დერბის შემდეგ - ფოდენი "ქალაქელი" კიდევ დიდხანს იქნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული