ლუის ენრიკეს ქალიშვილი ფერან ტორესთან დაშორების შემდეგ ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელს ხვდება

AutoSharing Option
Goal-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკეს 24 წლის ქალიშვილი სირა მარტინესი ფერან ტორესთან დაშორების შემდეგ ესპანეთის ნაკრების სხვა ფეხბურთელს ხვდება.

პსჟ-ის მწვრთნელის შვილის ახალი სიყვარული "სოსიედადის" 27 წლის მცველი რობინ ლე ნორმანი გახლავთ.

სირა სან სებასტიანში ლე ნორმანის მკლავებში შენიშნეს. წყვილი არ მალავდა, რომ ურთიერთობა აკავშირებთ.

ტორესი და მარტინესი 2023 წლის მაისში დაშორდნენ. მედიაში იწერებოდა, რომ ფეხბურთელი "სიტიდან" "ბარსელონაში" სწორედ გოგონას გამო გადავიდა, მაგრამ როგორც ჩანს, მათი სიყვარული საბოლოოდ დამთავრდა. 

შენიშვნა: ფოტოზე სირა მარტინესი და ფერან ტორესი
მკითხველის კომენტარები / 10 /
26 კაციან განაცხადში უნდა შეიყვანონ, რომ დაწყნარებულად ითამაშონ ევროპა
llcl
17:57 18-04-2024
1
ეს ფოტო არაა მტკიცებულება ის მკლავებში რო შენიშნეს აბა ის გვანახეთ :D
ნოდო
17:40 18-04-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული