"მანჩესტერ სიტი" ახალ მწვრთნელს ეძებს - "ქალაქელები" გვარდიოლას დაემშვიდობებიან

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" პეპ გვარდიოლას 2025 წლის ზაფხულში დაემშვიდობება, ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ხორხე პიკონი ავრცელებს.

პეპს "ქალაქელებთან" კონტრაქტი მომდევნო სეზონში ეწურება და "სიტის" ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ მხარეები თანამშრომლობას აღარ გააგრძელებენ.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი სპეციალისტი შეცვლის ესპანელს, თუმცა გასულ წელს ბრიტანული გამოცემები აქტიურად იუწყებოდნენ, რომ "ქალაქელები" გვარდიოლას იდეალურ შემცვლელად "ბრაიტონის" მთავარ მწვრთნელს რობერტო დე ძერბის მიიჩნევდნენ.

შეგახსენებთ, გასულ წელს გვარდიოლამ "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგის ტიტული ისტორიაში პირველად მოაგებინა.

ესპანელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს "ბარსელონასა" და "ბაიერნსაც" წვრთნიდა, პეპმა სამწვრთნელო კარიერაში ჯამში 37
ტიტული მოიპოვა.

alt"მანჩესტერ სიტი" მუსიალას შეძენას შეეცდება - გვარდიოლას შემტევ ხაზში ცვლილებები სურს

altანჩელოტიმ გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა, ნოიერმა კი კასილასს გადაუსწრო

altსულ 50 ეგზემპლარი - გვარდიოლას საათის ღირებულებამ, რომელიც "რეალთან" მატჩში ეკეთა, ყველა გააოცა

მკითხველის კომენტარები / 18 /
პეპი ქუდბედნიერი კაცია. მესი რომ შენს გუნდში აიდგამს ფეხს, იმაზე დიდი გამართლება რა გინდა?! მაგრამ უთუოდ არსებობს პეპზე დიდი მწვრთნელი, ან იქნებ მწვრთნელებიც. პაპა კარლოზე ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ ახლახან ერთხელაც დაამტკიცა. ანჩელოტი შესაძლოა ყველა დროის უდიდესი მწვრთნელი იყოს. თუ ლიპივით სანაკრებო ფეიერვერკით დააგვირგვინებს, ის ნამდვილად შექმნის განსაკუთრებულ, ყველასგან გამორჩეულ ისტორიას და მაშინ გვარდიოლას მის გვერდით არც ახსენებენ!
ქომაგი
20 აპრილი 2024 17:02
6
აბა ეხლა მასე კითხე იმ ხალხს რომლების მის მეტს ვერ ხედავენ მწვრთნელს მეცინება უბრალოთ სექტას.
Bavaria
20 აპრილი 2024 19:16
4
მაგარი საიტია, ყოჩაღ ნიკალა!!!
ლაშა
21 აპრილი 2024 11:53
1

სიახლეები პოპულარული