"შედეგზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ, მატჩის მიმდინარეობის შეცვლა ვერ მოვახერხე. თითქოს, ფეხბურთელებს მოგება არ სურდათ. "ემპოლიმ" გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურა.
ჩვენი მოვალეობაა, რომ დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმი გავიღოთ. კვირიდან-კვირამდე თავდაუზოგავად ვვარჯიშობთ, თუმცა მატჩის მიმდინარეობისას შეცდომებს ვუშვებთ, რაც უფრო მენტალური ხასიათის პრობლემაა", - განაცხადა კალცონამ.
"ნაპოლი" 49 ქულით მერვე ადგილზეა და 28 აპრილს "რომას" უმასპინძლებს.
უმწეო "ნაპოლი" "ემპოლისთან" დამარცხდა [VIDEO]