"ნაპოლი" "რეალის" ფეხბურთელით დაინტერესდა - ეს ტრანსფერი ხვიჩას ძალიან წაადგება

AutoSharing Option
"ნაპოლი" "რეალის" განაპირა მცველის, ფერლან მენდის ტრანსფერით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას L'Equpe-ი ავრცელებს.

ფრანგ ფეხბურთელს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება და როგორც გამოცემა ირწმუნება, მხარეები თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე არ საუბრობენ. 28 წლის მენდის, "პარტენოპეის" გარდა, "ბაიერნიც" ეპატიჟება.

ნაპოლიში მარიო რუის მომავალი გაურკვეველია და თუ პორტუგალიელი კლუბს დატოვებს, დიდი ალბათობით, აურელიო დე ლაურენტისი მის შემცვლელს შეიძენს.

მენდი ფიზიკურად ძლიერი მცველია, რომელიც სისწრაფით გამოირჩევა და შეტევაშიც აქტიურად ერთვება, რაც დიდი ალბათობით, ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანობას კიდევ უფრო გაზრდის.

ფერლანი რეალმა 2019 წელს ლიონიდან
53 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
იქნებ აზაროვის თემა დაალაგოს ჯუღელმა ნაპოლიში :D
გიო
22 აპრილი 2024 15:05
5
აზაროვი არა ნუგზარაშვილი გელა. პირდაპირ ბარსელონაში ხვიჩასთან ერთად
Rt
22 აპრილი 2024 16:13
5
Შეეშვი სპორტს,ბალეტს მიაწექი
გიო-ს
22 აპრილი 2024 18:33
3
მენდი ძლიერი მცველი რომ იყოს რეალი კონტრაქტს გაუგრძელებდა, პლიუს მაგას ხშირად ტრამვიანობს
მამუკა
22 აპრილი 2024 16:29
2
ფასი დაწერეთ, რა ღირს ეს კაცი და მე გეტყვით, შეიძენს ლაურენტისი, თუ არა.
კოლა
22 აპრილი 2024 23:45
0
აზაროვი არ ვიცი მარა აი ქოჩორა, კიტე ან ჩაკვე მგონია ნაპოლიში არ დაიკარგებოდნენ :)
რობი
23 აპრილი 2024 01:46
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული