მატჩის შემდეგ "ინტერის" ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ეს დაუვყიწყარი მომენტია, ისტორია დავწერეთ. "მილანთან" მატჩამდე დარწმუნებული ვიყავით, რომ ჩემპიონები გავხდებოდით. სიმართლე გითხრათ, ორი თვის წინ ვსაუბრობდით, თუ რამხელა ემოცია იქნებოდა "მილანურ დერბიში" ჩემპიონობის მოპოვება.
ჩემს საქმეს ყოველთვის ვაკეთებ, მოედანზე მუდამ ბოლომდე ვიხარჯები. ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის წევრი ვარ, ახლა კი დროა, ჩემპიონობა ფანებთან ერთად აღვნიშნოთ", - განაცხადა მხითარიანმა.
დიდი ემოცია! მხითარიანმა ტოპლიგა პირველად მოიგო - "შარშან ქართველმა, წელს სომეხმა"...