პირველი ტაიმის დასასრულს, სტუმართა შემტევს ნიკო უილიამსს "როხიბლანკოს" გულშემატკივრებმა რასისტული შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ბასკ ფეხბურთელს "მაიმუნი" უწოდეს.
ინციდენტიდან 3 წუთში უილიამსმა "ატლეტიკოს" გოლი გაუტანა და ორიგინალურადაც აღნიშნა.
რასისტულ ქმედებასთან დაკავშირებით მადრიდულმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და მათი ფანების ქმედება დაგმო.
"გამაკრიტიკეთ, მაგრამ კანის ფერსა და სექსუალურ ორიენტაციას არ შეეხოთ" - ინიაკი უილიამსი
'