"რაც დე ლაურენტისმა "რომასთან" მატჩის შემდეგ გვითხრა, გაგიკვირდებათ..." - რას აცხადებს ალექს მერეტი?

AutoSharing Option
სერია A-ს 34-ე ტურში "ნაპოლიმ" "რომას" უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ "პარტენოპეის" მეკარე ალექს მერეტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. იტალიელი კარის დარაჯის თქმით, "ჯალოროსისთან" მატჩის შემდეგ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი საკუთარი გუნდის ფეხბურთელებს შეხვდა და თამაში მოუწონა.

"უამრავი მომენტი გვქონდა. ვფიქრობ, უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. წელს რამდენიმე კარგი თამაში ჩავატარეთ, თუმცა გამარჯვება ვერ შევძელით. ჩემი აზრით, "რომასთან" მატჩიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება.

როგორი რეაქცია ჰქონდა პრეზიდენტს? დე ლაურენტისი შეხვედრის შემდეგ კმაყოფილი იყო და გვითხრა, რომ თავი ყველაფერს კარგად გავართვით,
შარშან ცოტა გოლს ვუშვებდით და ეს კომპონენტი აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, მზად ვარ, ყოველთვის 100%-ით დავიხარჯო", - განაცხადა მერეტმა Sky Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 50 ქულით მერვე ადგილს იკავებს.

altხვიჩას მოპოვებული პენალტი - "ნაპოლიმ" "რომასთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამ სეზონში ნაპოლის წარუმატებლობა ლაურენტისის უთაო მენეჯმენტის და მერე მეკარისა და დაცვის ძალიან სუსტი თამაშის ბრალია!
რობი
11:40 29-04-2024
9
კმაყოფილი რითი იყო?ევროტურნირების გარეშე დარჩით))
შალვა
10:33 29-04-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული