სუპერმოტივირებული ოსიმენი - ცნობილია, რა თანხას მიიღებს ნიგერიელი, თუ დღეს "უდინეზეს" გოლს გაუტანს

AutoSharing Option
დღეს, 6 მაისს, სერია A-ს 35-ე ტურში, "ნაპოლი" "უდინეზეს" ესტუმრება.

"პარტენოპეის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმენი აღნიშნულ მატჩს დიდი მოტივაციით ხვდება.

La Repubblica-ს ცნობით, თუ დღეს ნიგერიელი "უდინეზესთან" მინიმუმ ერთი გოლის გატანას მაინც მოახერხებს, ვიქტორი ბონუსის სახით 125 000 ევროს მიიღებს.

"დღევანდელ მატჩში "ნაპოლის" უმთავრესი იმედი ვიქტორ ოსიმენი იქნება, რომელსაც მხოლოდ ერთი გოლის გატანა სჭირდება იმისთვის, რომ ერთჯერადად 125 000 ევრო მიიღოს", - წერს გამოცემა.

ოსიმენს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი.

შეგახსენებთ, შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე
დაიწყება.

altგაირკვა, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია "უდინეზესთან"

altCalciomercato: "ნაპოლის" მომავალი ტრანსფერები ოსიმენიდან "კვარამდე" და დი ლორენცომდე - რამდენი შეიძლება გამოიმუშაოს დე ლაურენტისმა?"

alt"ნაპოლი" ოსიმენის შემცვლელის გაფორმებასთან ახლოსაა - კონტეს ეს ფეხბურთელი არ მოსწონს

მკითხველის კომენტარები / 4 /
უდინეზე მოუგრბს ნაპოლის. ფული ჭირდება ტრანსფერებისთვის კვარაც არ თამაშობს გაყიდულია
ემიგრანტი
20:47 06-05-2024
3
გასავარდნ გუნდს კი უნდა გაუტანოს, არ უნდა გაუჭირდეს.
ბადრი
18:49 06-05-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული