"ბალოტელი ნამდვილად შეურაცხადი იყო, ერთხელ ვარჯიშზე "ფერარით" მოვიდა და..." - თანაგუნდელმა მარიოზე ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
"ალ ნასრის" შემტევმა ადელ ტაარაბტმა "მილანში" გატარებული პერიოდი გაიხსენა და ყოფილი თანაგუნდელის, მარიო ბალოტელის შესახებაც ისაუბრა.

"ერთხელ ვარჯიშზე "ფერარით" მოვიდა.. იცით, მისი მანქანა ბაზაზე რა სიჩქარით შემოვიდა? - 200 კმ/სთ სიჩქარით, თან გვერდით როტვეილერის ჯიშის ძაღლი ეჯდა, რომელიც ცუდად გახდა.

ექიმმა აუხსნა, რომ მანქანის ასე სწრაფად ტარება ძაღლის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა. ნამდვილად კარგი ფეხბურთელი იყო, თუმცა შეურაცხადი იყო", - განაცხადა ტაარაბტმა.

შეგახსენებთ, მაროკოელი ფეხბურთელი "როსონერის" ღირსებას 2014 წელს, ერთი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით იცავდა, შემდეგ კი "ქუინს პარკ რეინჯერსში" დაბრუნდა,
სადაც ჯამში 6 წელი გაატარა.

altმარიო ბალოტელიმ სერია A-ს საუკეთესო შემტევი დაასახელა

alt"საკმარისია! ასე აღარ უნდა გაგრძელდეს" - რას აცხადებს მარიო ბალოტელი ხვიჩა კვარაცხელიაზე?

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული