დღეს "ბაიერნი" დაუკავშირდა, თუმცა თავად "ვესტ ჰემი" აირჩია - "რეკორდმაისტერს" ლოპეტეგიმაც უარი უთხრა

AutoSharing Option
დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონში "ვესტ ჰემს" ხულიენ ლოპეტეგი გაწვრთნის. ავტორიტეტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

რომანოს ინფორმაციით, დღეს დილით გამოცდილ სპეციალისტს "ბაიერნიც" დაუკავშირდა, თუმცა ლოპეტეგის მუშაობის გაგრძელება პრემიერლიგაში სურს.

მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" რალფ რანგნიკთან ბოლო დეტალებს ათანხმებდა, მაგრამ გერმანელმა მწვრთნელმა "ბაიერნის" გაწვრთნა გადაიფიქრა.

ამჟამად "ვესტ ჰემი", დევიდ მოიესის ხელმძღვანელობით, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 49 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ლოპეტეგის, ხულიენი ბოლოს "ვულვზში" მუშაობდა, საიდანაც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო მალევე გაათავისუფლეს. ესპანელი სპეციალისტი სხვადასხვა დროს
ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებს, "პორტოს", ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, მადრიდის "რეალსა" და "სევილიას" წვრთნიდა.

alt"მანჩესტერ იუნაიტედს" შეიძლება სათავეში ლოპეტეგი ჩაუდგეს

altლოპეტეგიმ დე ლაურენტისს გუნდის მწვრთნელად საკუთარი თავი შესთავაზა

alt"სევილიადან" წამოსვლიდან 1 თვის შემდეგ ლოპეტეგიმ ახალი სამსახური იშოვნა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული