ოუენი: მეშინია, რომ სლოტის ხელში "ლივერპული" სახეს დაკარგავს

AutoSharing Option
"ლივერპულს" მომდევნო სეზონში, დიდი ალბათობით, "ფეიენოორდის" ამჟამინდელი თავკაცი არნე სლოტი გაწვრთნის. წამყვანი ბრიტანული გამოცემების ცნობით, მხარეებმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს და ჰოლანდიური კლუბი სლოტს პრემიერლიგაში გადაბარგებაში ხელს არ შეუშლის.

"მერსისაიდელების" ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა სლოტის შესახებ ისაუბრა.

"მაქვს თუ არა ეჭვები, რომ სლოტის დანიშვნით "ლივერპული" საკუთარ სახეს დაკარგავს? დიახ, ამის ნამდვილად მეშინია. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. მომდევნო სეზონის დასაწყისში ყველა ოპტიმიზმით სავსე იქნება. თამაშის განსხვავებული სტილი, ერთი-ორი ახალი მოთამაშე... მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

არ
ვფიქრობ, რომ სლოტისა და "ლივერპულის" ამჟამინდელი სათამაშო სტილი ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება.

თუმცა, რა თქმა უნდა, "მერსისაიდელების" გულშემატკივრები ძალიან ნერვიულობენ. მათ ახსოვთ, რა მოხდა "არსენალში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსიში", როცა ამ გუნდებმა მწვრთნელები შეცვალეს", - განაცხადა ოუენმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორც ლივერპულის ქომაგი,ამ არაკაცის ნააზრევის გამოჭიმვას ლივერპულის კონტექტსში გიკრძალავთ. წადი ფერგიუსონს პანპერსი გამოუცვალე,ლივერპული შენც გარეშეც გავა ფონს. სლოტს დანიშნავენ თუ გაიოზა დარსაძეს ეს ოუენის საქმე აღარ არის 2004 წლის მერე. კაცი,ვინც მშობლიურ კლუბს უღალატებს და იუნიტედში გადავა,ის კაცი არ არის და არც არის.
რაც შეეხება სლოტს,ნუ ინერვიულობეთ სხვა გუნდის ქომაგები,იმის ჩიტი არ არის ლივერპული რო ამ სიტუაციაში ვიღაც არაფრის მცოდნე დანიშნოს. საკმაოდ ამბიციური კაცია,თავისი მეთოდები აქვს და დაველოდოთ. ლივერპულს აქვს საკმარისი ფინანსები და რესურსი რო ნებისმიერი მწვრთნელი მოეყვანა,რახან ამ კაცზე გაკეთდა აქცენტი ე.ი. აქვს პოტენციალი. არ დაგვავიწყდეს,რომ საქმეს თავად მაიკლ ედვარდსი მართავს და მაგის კაცი არ არის რო ვიღაც ვიგინდარას ჩააბაროს კლუბი. ეს ედვარდის ის კაცია,ვინც კლოპთან კონფლიქტის გამო წავიდა გუნდიდან,ქონდა ათასი შეთავაზება სხვადასხვა გუნდისგან,მარა არსად არ წავიდა. დაუძახა ლივერპულმა და დაბრუნდა იმ წამს.ედვარდსი არ გაზრდილა ლივერპულში,მარა ოუენზე ერთგული გამოდგა.სრული ნდობა სლოტსაც,ჰიუზსაც და ედვარდსაც
იასონას უდარი
18:08 07-05-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული