"ნაპოლიმ" ყველაზე ცუდ მოლოდინსაც გადააჭარბა, "არსენალმა" კვლავ უშედეგოდ იბრძოლა... - რა ვნახეთ ევრო 2024-ის წინ

AutoSharing Option
საკლუბო ფეხბურთი დასრულდა და ევროპის ჩემპიონატის მომლოდინეებს ეს საერთოდ არ გვწყინს. გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ამბავს, რომლებითაც 2023-24 წლების სეზონი აუცილებლად დაგვამახსოვრდება...

"ნაპოლის" ცუდი დრო

რა თქმა უნდა, ის, რაც 33 წლის შემდეგ მოხდა, იოლად განმეორებადი ვერ იქნება და იტალიის მოქმედი ჩემპიონებისგან ისევ განსაკუთრებულ სეზონს არ ველოდით. ამის მიუხედავად, არსებულმა ყველაზე ცუდ მოლოდინსაც გადააჭარბა, ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულეს და ევროტურნირებს ვერ შესწვდნენ.

"ნაპოლიმ" კვარაცხელია და ოსიმენი შეინარჩუნა, თუმცა გუნდი სათანადოდ არ გააძლიერა, კონკურენცია არ გაზარდა და მწვრთნელთა გაუთავებელი ცვლილებებით, სტაბილურობისგან ძალიან
შორს ვიხილეთ. თუკი გასული სეზონი ლობოტკსა და და ანგისასთვის ძალიან პროდუქტიული იყო, ისინი ახლა ბევრს ვერაფერს გვთავაზობენ და გუნდი "კვარას" სათანადო ამუშავებასაც ვერ ახერხებდა, ქართველს კი განსაკუთრებული მეურვეობა ჰქონდა.

სადაა ის კიმი?!

"ნაპოლის" ამბის ერთგვარად გაგრძელება სამხრეთკორეელ კიმ მინ ჯეს უკავშირდება. მას იტალიაში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის გადახდა მიუნხენის "ბაიერნმა" მოახერხა. კიმისგან გერმანიაში მეტს ველოდით...

"კვარას" ყოფილმა თანაგუნდელმა იმდენი დრო ვერ მიიღო, რამდენიც წესითა და რიგით უნდა ჰქონოდა. ამის მიზეზი ისაა, რომ მინ ჯემ შანსები სათანადოდ ვერ გამოიყენა, ამავდროულად კი, მეტი სათამაშო წუთი ისაა, რაც მას ასე სჭირდებოდა.

სამხრეთკორეელმა მიუნხენურ გუნდში ადგილი იმ ფონზე ვერ მოიპოვა, როცა დაცვის ხაზს უამრავი შეცდომა ჰქონდა, ჩემპიონობა კი ამდენი ხნის შემდეგ პირველად დათმეს. ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალით "ბაიერნმა" სეზონი ნაწილობრივ "გადაარჩინა", კიმისგან კი მომავალში მეტ წარმატებას ველით როგორც უშუალოდ დაცვაში, ასევე შეტევების წამოწყებაში.

Sportall.Ge

"არსენალი" ახლოს და შორს...

ლონდონის "არსენალი" ნეიტრალური გულშემატკივრების სიმპათიებს მუდამ იმსახურებს, მაგრამ გუნდს ტიტულების მოგება სულ უჭირს. არადა, ამასთან ახლოსაა ხოლმე. ასე იყო წინა სეზონში და მიკელ არტეტას ბიჭებმა გვარდიოლას მძლავრ "სიტის" წელსაც დიდი ბრძოლა გამოუცხადეს, თუმცა კვლავ უშედეგოდ...

ლონდონელებმა ტიერი ანრის ზეობისას პრემიერლიგა წაუგებლად მოიგეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იყვნენ და შემდეგ ბოლომდე ბრძოლა არასდროს დაუფასდათ.

წლევანდელი "არსენალი", რითაც განსაკუთრებით დაგვამახსოვრდება, ეს კუთხურებიდან გატანილი გოლებია, რაც გუნდს უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი...

Sportall.Ge

კლოპის დასასრული

იურგენ კლოპს "ლივერპულში" რაოდენობრივად ბევრი ტიტული არ აქვს, მაგრამ მათი ფასი ძალიან დიდია. "წითლებმა" მის ხელში პრემიერლიგაში გამარჯვება, როგორც იქნა, მოახერხა და გუნდმა "ბარსელონასთან" წარმოუდგენელი "ქამბექით" ჩემპიონთა ლიგაზეც იზეიმა. ემოციური იურგენი დაიღალა და გუნდიდან წავიდა...

სასწაული, სახელად "ლევერკუზენი"

ლევერკუზენის "ბაიერი" ჩვენს მეხსიერებაში მყარად მაშინ დამკვიდრდა, როცა საქართველოს ნაკრების ექსმწვრთნელის, კლაუს ტოპმიულერის დროს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა. მაშინ გუნდში დიდი ფეხურთელები თამაშობდნენ. "ფარმაცევტებმა" წელს სასწაული შეძლო, ბუნდესლიგა ძალიან დამაჯერებლად მოიგო და წაგებას ბერჯერ ისეთ შემთხვევაში გადაურჩა (ევროთასებზეც), უკვე ამას თითქოს არავინ რომ არ ელოდა (საბოლოოდ, ევროპა ლიგის ფინალში დამარცხდა).

Sportall.Ge

ხაბი ალონსო და ფლორიან ვირცი

ლევერკუზენელთა წარმატების მთავარი შემოქმედი ხაბი ალონსოა. მართლაც მშვენიერ ფეხბურთელს კარიერაში არაერთ დიდ მწვრთნელთან უთამაშია და როგორც ჩანს, მათგან ის ყველაფერს სწავლობდა. ესპანელის დასაწყისი შთამბეჭდავია და დაველოდოთ, როგორ გაგრძელდება.

ვისზეც უნდა ვისაუბროთ, "ბაიერისგან" 21 წლის ფლორიან ვირცი უნდა გამოვყოთ, რომელსაც ლიდერობა, გატანა და საგოლე პასების გაკეთება ერთნაირი წარმატებით გამოსდის. მისი სატრანსფერო ფასი უკვე 112 მილიონზე მეტია.

Sportall.Ge

ბათუმიდან დაწყებული...

კოულ პალმერი ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წარმატებული და შედეგიანი იყო და ბათუმში ტიტულიც მოიპოვა. ამის შემდეგ ის "მანჩესტერ სიტიმ" "ჩელსიში" გაუშვა. 22 წლის ინგლისელის სტატისტიკა წელს "მაჩანჩალა" "არისტოკრატებში" საოცარი იყო ( 22 გოლი, 11 შედეგიანი პასი). როცა გუნდში ჰოლანი და ალვარესი გყავს, ნაკლები შანსია, ვინმეს გუნდიდან გაშვება ინანო, კოულს კი (სატრანსფერო ფასი 54 მილიონი ევრო) დიდი მომავალი აქვს.

Sportall.Ge

"დაბრუნებული" და "დაკარგული" "ბარსა"

ხავის 2023-24 წლების "ბარსელონა" არასტაბილურობის ნამდვილი ილუსტრაცია იყო. გუნდი მატჩის განმავლობაში აუცილებლად კარგავდა ინიციატივებს, ხელიდან უშვებდა გამარჯვებებს და მთლიანი სეზონიც ასეთი გამოუვიდა.

ხავიმ ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო წლების წარუმატებლობას თითქოს წერტილი დაუსვა და გუნდი ნახევარფინალთან საკმაოდ ახლოს იყო, მაგრამ გაძევების გამო იმ პსჟ-სთან დამარცხდა, რომელიც შემდეგ დორტმუნდის "ბორუსიამ" ფინალის გარეშე საკმაოდ იოლად დატოვა.

კლუბის ლეგენდა ხავი უკვე წარსულია, "ბარსაში" ისევ უამრავი პერსპექტიული ახალგაზრდაა, თუმცა ეს ის "ლა მესია" მაინც აღარაა, ლეგენდები რომ წარმოშვა. ევროპულ ფეხბურთს სხვანაირი კატალონიელები სჭირდება!..

Sportall.Ge

ყველანი მესისთან...

ლიონელ მესიმ აშშ-ში მარტომ გუნდს ბევრი ვერაფერი უშველა და "ინტერ მაიამი" ჯერ "ბარსელონაში" თავისი თანაგუნდელებით "გაავსო" - ალბა, ბუსკეტსი და მასთან ძალიან შეთამაშებული სუარესი, ახლა ბექჰემის გუნდს არგენტინის ნაკრებში "ათიანის" საუკეთესო პარტნიორი ანხელ დი მარიაც შეუერთდა. "ოქროს ბურთის" ბოლო მფლობელ მესის მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ "კოპა ამერიკის" მოგებაც სურს და შტატებში წარმატებაც!..

alt"ხვიჩას და კიმის დონის ფეხბურთელებს ასეთ ფასად ვეღარ შეიძენენ - "კვარას" გასული სეზონის გაუმჯობესება შეუძლია" - იტალიური მედია

altგვარდიოლა: "არსენალი" ქულებს აღარ დაკარგავს, ერთი ფრეც და პრემიერლიგის გარეშე დავრჩებით

altბიჭი, რომელმაც ოსიმენი და მბაპე გააჩერა და ევროპის ჩემპიონატზე ველით...

მკითხველის კომენტარები / 11 /
რატომ ყველაზე ცუდ მოლოდინს?პირველ ტურებში,ნაპოლიმ ინერციით სპალეტის ფეხბურთი ითამაშა და სამ ტურში მშვენიერი შედეგიც ჰქონდა.მერე უკვე გარსიამ აიძულა გუნდი,მისი ფეხბურთი ეთამაშათ და თავიდან ცალკეული გამონათებები კიდევ ჰქონდათ,სადაც თვითნებურად ისევ სპალეტის ფეხბურთს თამაშობდნენ და რაღაცაც გამოსდიოდათ.თუმცა არაფერია მუდმივი და ნაპოლიც პიკეში დაეშვა.მაშინ აღებული ქულები რომ არა,დღეს ნაპოლი,გაცილებით დაბლა იქნებოდა სატურნირო ცხრილში.
ხის გაზრდას,წლები სჭირდება,მოჭრას კი წუთები.
სოსო
13:05 27-05-2024
4
ასეთი დეგრადირება იტალიიის ჩემპიონის ნაპოლის სახით, არ ახსოვს იტალიის საფეხბურთო ისტორიას. ნაპოლი, დეგრადირების თვალთაზრისით, პირველია იტალიის საფეხბურთო ისტორიაში.
ვაჟა
11:47 27-05-2024
0

სიახლეები პოპულარული