დიდი ტრაგედია ბაბანგიდას ოჯახში - "აიაქსის" ყოფილ ფეხბურთელს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს, მისი ძმა კი გარდაიცვალა

AutoSharing Option
ნიგერიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტ ტიჯანი ბაბანგინდას ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა.

ფეხბურთელი სამშობლოში მეუღლესთან, ძმასთან და ერთ-ერთ მათთან დასაქმებულ ქალბატონთან ერთად ავტოავარიაში მოჰყვა, რის შედეგადაც მისი 47 წლის ძმა გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი პრესა ავრცელებს.

თავად ტიჯანიმ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის მეუღლესთან და ზემოთ აღნიშნულ ქალბატონთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბაბანგიდა გულშემატკივარს განსაკუთრებულად "აიაქსში" გატარებული პერიოდით ემახსოვრება. ის 1996 წელს ოლიმპიური ჩემპიონიც გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული