პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" პრესსამსახურის უფროსმა ნიკოლა ლომბარდომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფრანჩესკო კალცონა მოგვიანებით გააკეთებდა, ამჯერად კი მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა დუმილი ამჯობინეს.
"ბოდიშს გიხდით, მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა გადაწყვიტეს, რომ დღეს პრესკონფერენციაზე არ წარდგებიან, ახლა რთული პერიოდი გვაქვს, კალცონა მედიასთან კომენტარს ახლო მომავალში გააკეთებს", - განაცხადა ნიკოლა ლომბარდომ.
"ნაპოლი" ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 51 ქულით მე-8 ადგილს იკავებს, "პარტენოპეი" 17 მაისს,