"დე ლაურენტისი კლოპს დაუკავშირდა და "ნაპოლის" გაწვრთნა შესთავაზა - იტალიელი ჟურნალისტი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ხელმძღვანელები მწვრთნელის შერჩევას აგრძელებენ. ზაფხულში გუნდს ამჟამინდელი დამრიგებელი ფრანჩესკო კალცონა დატოვებს. მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ესპოზიტომ Areanapoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს დაუკავშირდა.

"აურელიო დე ლაურენტისი იურგენ კლოპს დაუკავშირდა და "ნაპოლის" გაწვრთნა შესთავაზა, კლოპი ერთი წლით სამწვრთნელო საქმიანობიდან დისტანცირებას აპირებს, თუმცა ვნახოთ, რა მოხდება", - განაცხადა ესპოზიტომ.

შეგახსენებთ, კლოპი სეზონის დასრულების შემდეგ "ლივერპულს" დატოვებს, გერმანელს კი, დიდი ალბათობით, "ფეიენოორდის" თავკაცი არნე სლოტი შეცვლის.

alt"დე ლაურენტისი

ჯუღელთან ყველანაირ დათმობაზე წავიდა" - Footmercato ქართველის გამოსასყიდ თანხას ასახელებს

altსულ ცოტაც და ყველაფერი გაოფიციალურდება - დე ლაურენტისი ახალ მწვრთნელს 29 მაისს წარადგენს

altცნობილია იმ 5 ქართველი ტალანტის ვინაობა, რომლებსაც "ნაპოლი" აკვირდება - ჯუღელისა და დე ლაურენტისის შეხვედრა ბევრს გაარკვევს

მკითხველის კომენტარები / 7 /
ლივერპული,როგორც ორგანიზაცია,იდეალთან მიახლოებული მოდელია და უნაკლოდ მუშაობს.ასევე გუნდიც,თითქმის იდეალურად არის აწყობილი და დალაგებული.იმ სამოთხეში დაღლილი კაცი,დე ლაურენტისის ჯოჯოხეთში წამოვა დასასვენებლად?!ამას,გიჟიც არ დაიჯერებს.
სოსო
16:23 13-05-2024
1
ეს იდიოტი ლაურენტისი ყოველთვის ასე იქცევა მწვრთნელებზეც და ფეხბურთელებზეც, გაქნილი აფერისტია და ესეთ სახელებს მხოლოდ იმიტო აბრეხვებს რო ნაპოლის გადარეულმა ფანებმა ბოიკოტი არ მოუწყონ ან არ გადაუდგნენ,,კლოპი აქ როგორ მოვა კაცი სამოთხეშია გრანდის მწვრთნელია და დავიღალეო იძახის თორე ლივერპულიც ეხვეწებოდა გერმანიის ნაკრებიც და სხვა ბევრი გრანდიც ინატრებს,,აფიორას უდგავს ყველას ლაურენტისი ვითომ ელაპარაკება კლოპს,კონტეს,პიოლის,შეილება გვარდიოლაზეც დააწერინოს მოსყიდულ ჟურნალისტებს და ამით მოლოდინს ქმნის გულშემატკივრებში ვითომ არ დაასუსტებს გუნდს და პირიქით აი ეძებს კაცი მაღალი დონის მწვრთნელს მაგრამ ბოლოს ყველა უარს ეტყვის (ვითომ)) და მოიყვანს საშუალო დონისას ვიღაცას 2 დან 3 მილიონამდე ხელფასით თავისი ბონუსებიანად და გულშემატკივრებს ეტყვის აი ხომ ხედავდით როგორ მწვრთნელებს ვეპატიჟებოდი თუმცა არ მოვიდნენ არავინ და უმწვრთნელოდ ხოარ დავტოვებდი გუნდსო, ასე გავა მორიგი სეზონიც როგორც ეს არაერთხელ ყოფილა კვარამდე და დაიწყება ახალი იმედებით ახალი სეზონი,მერე ისევ იგივე კარუსელი ლაურენტისისგან და ამასობაში გავა წლები,ასეთი იყო ნაპოლი და ასეთადაც დარჩება იმ ჯადოსნურ წლამდე როცა ისევ გამოჩნდება კვარასავით ან მარადონასავით ვიღაც და 20-30 წლის მერე ისევ მოიგებენ რაღაცას,,კვარა წადი მაგ გუნდიდან თუნდაც პსჟ-ში
gel-100
21:08 13-05-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული