ემოციური კადრები - "სიგნალ იდუნა პარკი" მარკო როისს დაემშვიდობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბუნდესლიგის ბოლო ტურში "დორტმუნდმა" "დარმშტადტი" 4:0 დაამარცხა. ლეგენდარულმა მარკო როისმა "ყვითლების" რიგებში უკანასკნელი მატჩი გამართა.

34 წლის შემტევს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და კარიერას დიდი ალბათობით, MLS-ში გააგრძელებს.

სხვათა შორის, როისმა მისი კარიერის ბოლო ბუნდესლიგურ მატჩში გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

მარკო "დორტმუნდს" 2012 წელს, "გლადბახიდან" შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში გარემარბმა "ყვითლების" რიგებში ჩატარებულ 427 მატჩში 169 გოლისა და 130 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

წლების განმავლობაში შემტევს უამრავი გრანდი ეპატიჟებოდა, თუმცა საყვარელი კლუბის დატოვებაზე ყოველ ჯერზე უარი განაცხადა.

alt

როისი, სავარაუდოდ, MLS-ს მიაშურებს

altდიდი ისტორიის დასასრული - მარკო როისი ზაფხულში "დორტმუნდს" დატოვებს

altროისი რჩება - "დორტმუნდი" ფეხბურთელს ხელფასს მნიშვნელოვნად უმცირებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული