"ანჩელოტი მეუბნებოდა, რომ ჩემი დრო აუცილებლად დადგებოდა" - არდა გიულერი "ვილიარეალთან" დუბლის შემდეგ

AutoSharing Option
ლა ლიგის ბოლო ტურში "ვილიარეალმა" "რეალს" უმასპინძლა, მატჩი ფრედ, 4:4 დასრულდა. "ყვითელი წყალქვეშა ნავის" რიგებიდან ალექსანდერ სორლოთმა პოკერი შეასრულა, "ბლანკოსიდან" კი არდა გიულერმა თავი დუბლით გამოიჩინა.

შეხვედრის შემდეგ ახალგაზრდა თურქმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონები რამდენიმე ტურით ადრე გავხდით, "რეალი" ყოველთვის მოსაგებად თამაშობს, თუმცა "ვილიარეალმა" დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია.

როგორც აღვნიშნე, ადაპტაციის პერიოდი უკვე დასრულდა, ამაში კლუბის ყველა წევრი ძალიან დამეხმარა. მინდა გოლების გატანა გავაგრძელო და "რეალის" ფანები კიდევ უფრო გავაბედნიერო.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა თამაში არ მიწევდა, ანჩელოტი
მეუბნებოდა, რომ მოთმინება გამომეჩინა და ჩემი დრო აუცილებლად დადგებოდა", - განაცხადა გიულერმა.

19 წლის თურქმა მიმდინარე სეზონში "რეალის" მაისურით გამართულ 10 მატჩში 6 გოლის გატანა მოახერხა.

altსორლოთის პოკერი და გიულერის დუბლი - "ვილიარეალმა" "რეალს" დაუქამბექა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ევროპაზე ამ ბიჭს უნდა ვუფრთხილდეთ!!
1
კარგია ეს ბიჭი.იმედია სანიოლო მოამზადებს მცველებს მის წინააღმდეგ სათამაშოდ.მაგარ ფორმაშია არდა.ეს ჩალხანოღლუ და იაზიჩი მაგარ პრობლემებს შეგვიქმნიან კონცენტრაცია თუ დავკარგეთ
შახრუდინი
18:19 20-05-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული