"ლაპორტა ხავიზე გაბრაზებულია" - ფაბრიციო რომანო დეტალებზე საუბრობს და ესპანელი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელებს ასახელებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ შესაძლოა, ხავი დაითხოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის თქმით, ჯერჯერობით ხავის მომავალი გაურკვეველია.

"ალმერიასთან" მატჩის შემდეგ ხავიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსასგან" აქტიურობას დიდად არ უნდა ველოდოთ, რადგან კლუბი რთულ ფინანსურ სიტუაციაშია.

ხავის ამ განცხადებამ "ბლაუგრანას" პრეზიდენტის ჟოან ლაპორტას გაბრაზება გამოიწვია. მხარეები ერთმანეთს მალე შეხვდებიან და ესპანელი სპეციალისტის მომავალიც გადაწყდება.

იმ შემთხვევაში, თუ ლაპორტა ხავის დაითხოვს, "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რაფა მარკესისა და ჰანსი ფლიკის ვარიანტებს განიხილავს", - წერს ფაბრიციო
რომანო.

შეგახსენებთ, სეზონის მიმდინარეობისას ხავიმ "ბარსელონას" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა საბოლოოდ წასვლა გადაიფიქრა.

altლაპორტა ხავის გაუნაწყენდა და კლუბიდან უშვებს

alt"ხავი, გთხოვთ, დარჩი" - ასე დასცინეს "ჟირონას" ფანებმა "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს [VIDEO]

altხავი: "ჟირონას" გამარჯვებას, "რეალს" კი გაჩემპიონებას ვულოცავ

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამდენ ლეგენდას ასე უდიერად მოექცე? არ მესმის. ჯერ მესის როგორ გაუშვა. შემდეგ ხავი როგორ გაჭირებულ გუნდში მოვიდა და მოაგებინა ორი ტიტული და ამის მერე უშვებს რადგან სიმართლე თქვა? უსამართლობაა.
Dima
15:32 21-05-2024
1
ლაპორტა არის გარეწარი!!! ტიპი სიმართლის თქმის გამო უშვებს, თან ვიის? ხავის!!! ტიპს თვითონ უნდა რო ბარსაში იყოს პირველი, მაგიტომაც იყო რო ჯერ მესი გაუშვა, მერე პიკე და მერე ბუსკეტსი. ანუ ყველა ლეგენდა და დიდი ფიგურა მოიშორა. ერთხელ ბარსელონაში ერთ ერთ ბარში ბარსას ფანმა მითხრა ლაპორტა პიკეს ბუცის თასმის დონეზეა როგორ უნდა შეედაროს ჯერისო? ესე ეძახიან პიკეს. ამას ვერ ინელებს ეგ კასრი კაცი რო ვერასდროს გახდება ბარსას ლეგენდა.
barca
16:32 21-05-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული