"აი, ასე ცუდად გვექცეოდნენ მე და ვიტსელს რუსეთში" - რას აცხადებს ჰალკი?

AutoSharing Option
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჰალკმა სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" გატარებული პერიოდი გაიხსენა. მისი თქმით, რუსეთში თანაგუნდელები მას და აქსელ ვიტსელს გატანილ გოლებს არ ულოცავდნენ.

"თავიდან რუსეთში გამიჭირდა. "ზენიტმა" "პორტოდან" ჩემს ტრანსფერში 60 მილიონი ევრო გადაიხადა, ვიტსელი კი "ბენფიკადან" შეიძინეს. როდესაც რუსეთში ჩავედით, ასაკოვანი თანაგუნდელები დაგვხვდნენ და მათ ჩვენი შურდათ.

როდესაც გოლებს ვიტანდით, ისინი არც კი გვილოცავდნენ, თითქოს პროტესტს გვიცხადებდნენ. ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ აქედან სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი, რადგან საშინლად მიმიღეს და ბედნიერი არ ვიყავი.

მან კი მითხრა, რომ სიტუაცია მალე შეიცვლებოდა. საბოლოოდ, ჩემ გაყიდვაზე
"ზენიტმა" უარი განაცხადა. წელიწად-ნახევრის შემდეგ პრეზიდენტს ისევ ვთხოვე, რომ გავეშვი, თუმცა მან გასახდელში გარემო მოაწესრიგა, 4-5 ფეხბურთელი გაყიდა და კონტრაქტი გამიხანგრძლივა. ამის მერე ყველაფერი მოვიგეთ და გარემოც შესანიშნავი იყო", - განაცხადა ჰალკმა.

ჰალკი "ზენიტის" ღირსებას 2012/2016 წლებში იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში ბრაზილიელმა 179 მატჩში 94 გოლის გატანა და 60 შედეგიანი პასის შესრულება მოახერხა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

 

altჰალკი კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

alt"ყოჩაღი" ჰალკი - ყოფილი მეუღლის დისშვილზე დაქორწინდა...


მკითხველის კომენტარები / 2 /
რატომღაც არ მიკვირს...
დათო
11:51 22-05-2024
9
თუმცა მან გასახდელში გარემო მოაწესრიგა, 4-5 ფეხბურთელი გაყიდა და კონტრაქტი გამიხანგრძლივა. ამის მერე ყველაფერი მოვიგეთ და გარემოც შესანიშნავი იყო", - აი, რა სჭირდება ნაპოლის.
ქომაგი
03:00 23-05-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული