ხავიმ "ბარსელონასგან" კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა კლუბიდან წასვლაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ესპანელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და მის შემცვლელად ჰანსი ფლიკი მიიწვია.

ხავისა და მის სამწვრთნელო შტაბს კლუბისგან 15 მილიონი ევროსა და პლუს კომპენსაციის მოთხოვნა შეეძლოთ, თუმცა ერნანდესის თქმით, ის ამის გაკეთებას არ აპირებს.

"ამის შესახებ აქამდეც ვთქვი, "ბარსელონასგან" კომპენსაციის მიღებას არ ვაპირებ და ჩემს სიტყვას შევასრულებ.

ლაპორტას ვესაუბრე, მან ამიხსნა რატომ მიიღო ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება. ის არის ერთადერთი, ვინც ასეთ საკითხებს წყვეტს, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ჩავეხუტეთ და ყველაფერი
საუკეთესო ვუსურვეთ. ახლა კი დროა მათი გულშემატკივარი გავხდე", - განაცხადა ხავიმ.

altოფიციალურად: "ბარსელონამ" ხავის გათავისუფლება დაადასტურა

alt"ლაპორტა ხავიზე გაბრაზებულია" - ფაბრიციო რომანო დეტალებზე საუბრობს და ესპანელი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელებს ასახელებს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ნუ გამოხვედით მამა აბრამის ბატკნები რა? კომპენსაციას კი არა ერთ "კაპიკსაც" არ შეარჩენდით! ჩავის რო უნამუსოდ მოექცა ლაპორტა, რა ფაქეი სახეზე არ არის? ლაპორტას ნაირ არადამიანს, რაც მეკუთვნის ყველაფერს გამოვართმევდი.
ასეა!
26 მაისი 2024 14:52
3
ლაპორტასთან რა ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს მთავარია, რომ ,,ბარსელონას'" გულშემატკივრები არიან და კლუბის ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე ხავიმ კაცურად უარი თქვა კომპენსაციის მიღებაზე! დასანანი ის არის, რომ ზოგიერთი ქართველისათვის ეს ძნელად გასაგებია, არადა იყო დრო, როცა მისაბაძები ჩვენ ვიყავით...
ვახო
26 მაისი 2024 14:12
3
ასე მოქცევა მხოლოდ დიდბუნებოვან,პრინციპების ერთგულ ძლიერ ადამიანებს ძალუძთ!
დრანდელი
26 მაისი 2024 13:23
3
ჩავი! ფაქტიურად "გაგაგდო" ლაპორტამ! დაგამციროს, თავმოყვარეობა შეგილახოს და აქეთ კიდევ მადლობას უხდი? კარგით რა? არ მესმის და მომკალით... მაგ მძორს ერთი კარგად უნდა აგინო და ისე უნდა წამოხვიდე, აი ეს იქნებოდა ყველაზე ნაღდი საქციელი.
?!
26 მაისი 2024 12:19
15
ჩვენი ძმა! ასე რამ გაგაბოროტა, რო ჩემს კომენტარზე "აღშფოთდი და შეშფოთდი"? ჩავი არსად დაიკარგება ,მოძებნის უფრო საინტერესო ადგილს და საქმეს, აი შენს ნეხვ ლაპორტას კი მოისვრიან სანაგვეზე თავის ციდვებიანად! მერე ჩემს ოჯახს, რო ახსენებ, მაგ დროს პირი თუ გამოირეცხე? ჯოჯოხეთში შენ და ლაპორტას ნაირი მძორები მოხვდებით, რადგანაც ლეგენდებს არ აფასებთ. ისე რჩევის სახით: მონასტერი არც შენ გაწყენდდა, სულიერი განწმენდის და გამო!
რა არ გესმის?-ს
26 მაისი 2024 13:56
4
წარმოუდგენელია!!! კაცმა კლუბის სიყვარულით რამხელა რამ გააკეთა და სულგრძელობა გამოიჩინა და ეს ხალხი რეებს წერს და აკომენტარებს?!!!! სადამდე ხართ დაცემულები ხომ ხედავთ? წადით სადმე მონასტერში და ეგებ დაუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, რამ გაგაბოროტა და გაგამწარა?! თან თუ ფიქრობ მასე უკუღმა რას წერ და აკომენტარებ აქ?!!!! მეცოდები ძალიან და შენი ოჯახი მეცოდება კიდევ ალბათ ჯოჯოხეთში ცზოვრობენ შენს ხელში
რა არ გესმის?!!!
26 მაისი 2024 12:33
4

სიახლეები პოპულარული