ხავიმ "ბარსელონასგან" კომპენსაციის მიღებაზე უარი თქვა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა კლუბიდან წასვლაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ესპანელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო და მის შემცვლელად ჰანსი ფლიკი მიიწვია.

ხავისა და მის სამწვრთნელო შტაბს კლუბისგან 15 მილიონი ევროსა და პლუს კომპენსაციის მოთხოვნა შეეძლოთ, თუმცა ერნანდესის თქმით, ის ამის გაკეთებას არ აპირებს.

"ამის შესახებ აქამდეც ვთქვი, "ბარსელონასგან" კომპენსაციის მიღებას არ ვაპირებ და ჩემს სიტყვას შევასრულებ.

ლაპორტას ვესაუბრე, მან ამიხსნა რატომ მიიღო ჩემი გათავისუფლების გადაწყვეტილება. ის არის ერთადერთი, ვინც ასეთ საკითხებს წყვეტს, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ჩავეხუტეთ და ყველაფერი
საუკეთესო ვუსურვეთ. ახლა კი დროა მათი გულშემატკივარი გავხდე", - განაცხადა ხავიმ.

altოფიციალურად: "ბარსელონამ" ხავის გათავისუფლება დაადასტურა

alt"ლაპორტა ხავიზე გაბრაზებულია" - ფაბრიციო რომანო დეტალებზე საუბრობს და ესპანელი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელებს ასახელებს

მკითხველის კომენტარები / 6 /
ასე მოქცევა მხოლოდ დიდბუნებოვან,პრინციპების ერთგულ ძლიერ ადამიანებს ძალუძთ!
დრანდელი
13:23 26-05-2024
3
ლაპორტასთან რა ურთიერთობაც არ უნდა ჰქონდეს მთავარია, რომ ,,ბარსელონას'" გულშემატკივრები არიან და კლუბის ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე ხავიმ კაცურად უარი თქვა კომპენსაციის მიღებაზე! დასანანი ის არის, რომ ზოგიერთი ქართველისათვის ეს ძნელად გასაგებია, არადა იყო დრო, როცა მისაბაძები ჩვენ ვიყავით...
ვახო
14:12 26-05-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული