"კონტე ნაპოლის" პროექტით აღფრთოვანებულია და მომდევნო კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება" - ფაბრიციო რომანო დეტალებზე წერს

AutoSharing Option
ანტონიო კონტე "ნაპოლის" ჩაბარებასთან ახლოსაა, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "პარტენოპეიმ" კონტეს 3 წლიანი ხელშეკრულება და კლუბისთვის სარეკორდო ხელფასი შესთავაზა.

"ნაპოლიმ" კონტეს კონტრაქტი 2027 წლამდე შესთავაზა, ანტონიო სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება. მხარეები საბოლოო დეტალებს მომდევნო კვირას შეათანხმებენ, ორშაბათს დე ლაურენტისი ნეაპოლში ჩავა და კონტეს შეხვდება.

ანტონიოს "პარტენოპეის" ჩაბარება ყოველთვის სურდა და "ნაპოლის" პროექტს ფანტასტიურ შესაძლებლობად მიიჩნევს, საბოლოო სიტყვა კი დე ლაურენტისზეა", - წერს რომანო.

შეგახსენებთ, კონტე ბოლოს "ტოტენჰემს" წვრთნიდა, საიდანაც ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო
2023 წელს, სეზონის მიმდინარეობისას გაათავისუფლეს.

altკონტეს საკადრო რევოლუცია "ნაპოლიში" - როგორი იქნება შემადგენლობა?

altკონტე "ნაპოლის" 'დათანხმდა? - ანტონიო ხელფასის შემცირებაზე მზაობას გამოთქვამს

alt"სარი "ნაპოლიში" არ დაბრუნდება; სამაგიეროდ, კონტეზე გეტყვით, რომ..." - იოლანდამ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 1 /
რომანო 2001 წელს მონათლეს ავტორიტეტულ ჟურნალისტად.
გაძეტა დე ლო სპორტის რედაქციაში დიდი სხოდკა იყო,80 სული ავტორიტეტული ჟურნალისტი ჩავიდა მაშინ.
დედ ლუჩანოც იყო
Levani
26 მაისი 2024 23:00
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული