მერეტი: "ნაპოლის" ფანები დი ლორენცოს უსამართლოდ მოექცნენ

AutoSharing Option
გუშინ, სერია A-ს ბოლო ტურში, "ნაპოლისა" და "ლეჩეს" მატჩის (0:0) შემდეგ "პარტენოპეის" ფანებმა გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს დაუსტვინეს.

"ნაპოლის" მეკარის, ალექს მერეტის თქმით, ჯოვანი ფანებისგან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა.

"ცუდი სეზონი ჩავატარეთ, "ლეჩესთან" გარისკვა ვერ მოვახერხეთ, რაც შედეგზე აისახა. მომენტების დასრულება გვიჭირს. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა შემდეგ სეზონში უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.

ფანების ობსტრუქცია დი ლორენცოზე? არ მომეწონა, ჯოვანი ამას არ იმსახურებდა. უმჯობესი იქნებოდა, თუ მთელ გუნდს დაგვისტვენდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საჩემპიონო გუნდის კაპიტანი იყო. ჯოვანი დიდებული
ადამიანი და ფეხბურთელია.

ჩემი მომავალი? აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. სპორტულ დირექტორსა და ჩემს აგენტს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ყველაფერი გადაწყდება", - განაცხადა მერეტმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

alt"ნაპოლიმ" "ლეჩე" ვერ დაამარცხა - "პარტენოპეი" ევროტურნირების მიღმა დარჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩვენი ძმებია. ასე არ ვიცით, თუ ვინმე იმარჯვებს ეგრევე ცამდე აგვყავს და თუ ერთი ფეხი დაუცდა, ეგრევე მიწასთან ვასწორებთ, მიუხედავად მისი წარსული მიღწევებისა.
კნოპსი
14:08 27-05-2024
4
ნეაპოლელებიც სამხრეთელები არიან და ემოციები წინ უსწრებს,საღ განსჯას.
სოსო
11:39 27-05-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული