მერეტი: "ნაპოლის" ფანები დი ლორენცოს უსამართლოდ მოექცნენ

AutoSharing Option
გუშინ, სერია A-ს ბოლო ტურში, "ნაპოლისა" და "ლეჩეს" მატჩის (0:0) შემდეგ "პარტენოპეის" ფანებმა გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს დაუსტვინეს.

"ნაპოლის" მეკარის, ალექს მერეტის თქმით, ჯოვანი ფანებისგან ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებდა.

"ცუდი სეზონი ჩავატარეთ, "ლეჩესთან" გარისკვა ვერ მოვახერხეთ, რაც შედეგზე აისახა. მომენტების დასრულება გვიჭირს. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, თუმცა შემდეგ სეზონში უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.

ფანების ობსტრუქცია დი ლორენცოზე? არ მომეწონა, ჯოვანი ამას არ იმსახურებდა. უმჯობესი იქნებოდა, თუ მთელ გუნდს დაგვისტვენდნენ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის საჩემპიონო გუნდის კაპიტანი იყო. ჯოვანი დიდებული
ადამიანი და ფეხბურთელია.

ჩემი მომავალი? აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ. სპორტულ დირექტორსა და ჩემს აგენტს შორის შეხვედრა გაიმართება, სადაც ყველაფერი გადაწყდება", - განაცხადა მერეტმა.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" ჩემპიონატში მე-10 ადგილი დაიკავა და ევროტურნირებს მიღმა დარჩა.

alt"ნაპოლიმ" "ლეჩე" ვერ დაამარცხა - "პარტენოპეი" ევროტურნირების მიღმა დარჩა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
დი ლორენცოს კი არა კარუზოს უსტვენდნენ ნეაპოლელები, კარგად ვერ მღერისო, არადა ნეაპოლელი იყო და ძალიან უყვარდა მშობლიური ქალაქი. პარადოქსი კიდევ ისაა რომ ლეჩესთან თამაშში ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ დი ლორენცომ მიიღო 8.1. ძალიან არაობიექტური და შტერი გულშემატკივრები ჰყავს ნაპოლის, უფრო ფანებზე ვამბობ. როდესაც რამის ან ვინმეს ფანი ხარ უკვე იდიოტი ხარ. გამგები გაიგებს თუ რას ვგულისხმობ
დავით 67
03:22 28-05-2024
0
სწორადაც დაუსტვინეს.კი საჩემპიონო სეზონში მაგარი იყო მაგრამ წელს სწორედ მისი შწცდომების წყალობით დარჩნენ ევროთასების გარეშე.უსუსტესი იყო დაცვაში და შეტევაშიც ვერაცერი ქნა.თითქოს სირბილო ეზარებოდა
შახრუდინი
14:09 27-05-2024
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული