ხავის თქმით, მას "ბარსელონაში" დარჩენა სურდა, თუმცა ხელმძღვანელობამ სხვა გადაწყვეტილება მიიღო.
"მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს მუშაობის აქ გაგრძელება გვსურდა. მიმაჩნია, რომ კარგად ვიმუშავეთ და გუნდი სწორი მიმართულებით მიგვყავდა, თუმცა ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხშირად ხდება.
ურთულეს სიტუაციაში ორი ტიტულის მოგება მოვახერხეთ. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ვიღებდი, განხილვის თემა ხდებოდა და დიდ ზეწოლას ვგრძნობდი. მშვიდად მუშაობის
შეგახსენებთ, 44 წლის სპეციალისტმა "ბარსელონა" 2021 წელს ჩაიბარა და პირველივე სეზონში ლა ლიგის მოგება მოახერხა. ესპანელის ხელმძღვანელობით "ბლაუგრანა" 2023 წელს სუპერკოპას გამარჯვებულიც გახდა.