"დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე, დი ლორენცოს "ნაპოლიდან" წასვლა სურს" - ჯოვანის აგენტი

AutoSharing Option
"ნაპოლის" კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლის" დატოვებს. ამის შესახებ "პარტენოპეის" განაპირა მცველის აგენტმა ისაუბრა.

"ის თავდაჯერებას ვერ გრძნობს. ასე რომ, დიახ, ჯოვანის "ნაპოლის" დატოვება სურს. ამის შესახებ დე ლაურენტისს უკვე ვაცნობე. მან მითხრა, რომ წასვლაში ხელს არ შეგვიშლის, თუმცა ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ შესაბამის წინადადებას მიიღებს", - განაცხადა მარიო ჯუფრედიმ TV PLAY-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გუშინ "ნაპოლის" კაპიტანს გუნდის გულშემატკივრებმა ობსტრუქცია მოუწყვეს, რამაც იტალიელის გაღიზიანება გამოიწვია.

altმერეტი: "ნაპოლის" ფანები დი ლორენცოს უსამართლოდ მოექცნენ

მკითხველის კომენტარები / 10 /
გაუჭირდება ამ გუნდის დატოვება კვარას არაადეკვატურია ლაურიენტისი
bd
27 მაისი 2024 15:08
3
დე ლაურენტისი ზუსტადაც რომ ადექვატურია. ხელშეკრულების პირობები აძლევს იმის საშუალებას, მის გემო-სურვილზე მოიქცეს და მაქსიმალური ფასი გამოივაჭროს კვარაში. არაადექვატური ჯუღელია, რომელმაც მას გამოსასყიდი თანხაც კი არ ჩაუდო თავდაპირველ ხელშეკრულებაში.

ეს ბიზნესია და აქ "ჯიგრულად" არავინ მოგექცევა. სათანადო იურიდიული ბერკეტები უნდა შეიქმნა თავიდანვე, რასაც ცოდნა ჭირდება.
soc.press
27 მაისი 2024 15:47
2
სრულიად ვეთანხმები სოცპრესს.დე ლაურენტისი,უნამუსოა,მაგრად სრულიად ადექვატური.ის თავისას ცდილობს და შენ,ფეხბურთელის აგენტი რომ გქვია,აგენტობა სწორედ მისი ფეხბურთელის ინტერესების დაცვას და ასეთი ხაფანგების თავიდან არიდებას უნდა ემსახურებოდეს.როცა ჯუღელის მოქმედებებს ვუყურებ,სრული შთაბეჭდილება მაქვს,რომ ის დე ლაურენტისის ინტერესების გამტარებელია და ერთობლივად მოქმედებენ.ცდილობს,ხვიჩა მაქსიმალურად მოკლეზე ჰყავდეს დაბმული.არ ვიცი,კვარაცხელიების ოჯახს,რა კონტრაქტი აკავშირებს,თვითონ ჯუღელთან.ვფიქრობ,რომ როგორც ოჯახის მეგობარს,სრული ნდობა გამოუცხადეს კონტრაქტის შედგენისას და მანაც,ისარგებლა მათი გულუბრყვილობით.ეს რა თქმა უნდა ჰიპოთეზაა,მაგრამ მათი მხრიდან ასეთ პასიურობას,ეს თეორია ხსნის კარგად და იქნებ სიმართლისაგან შორსაც არ იყოს.
სოსო
27 მაისი 2024 19:11
1
ყველა გამოხმაურება
დაახლოებით ერთი თვის წინ იმავე დი ლორენცოს აგენტი გუნდიდან წასვლის სხვა მსურველებს აკრიტიკებდა და იქადნიდა - მე და ჯიო არსად ვართ წამსვლელებიო. მაშინვე დავწერე - ისე არ მოხდეს პირველი შენი კაპიტანი გაიქცეს გუნდიდანთო და ასე აგიხდა ყოველივე კარგი:)
soc.press
27 მაისი 2024 15:36
4
სოქ პრესს ეს პოსტი რო შემხვდა მაშინვე გამახსენდა რო ვიღაცას ქონდა დაწერილი პირველი დი ლორენცო გაიქცევაო :D:D
გივი
27 მაისი 2024 17:41
0
მშიშარა იქნება,ვინც გუნდიდან წასვლას მოინდომებსო,არა?მეც მახსოვს.
სოსო
27 მაისი 2024 19:14
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული