კარპინას შემდეგ გუბერნიევიც - საქართველოს ნაკრებს ევრო 2024-ზე მხარდაჭერა კიდევ ერთმა ცნობილმა რუსმა ადამიანმა გამოუცხადა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა სპორტულმა კომენტატორმა დიმიტრი გუბერნიევმა განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს უქომაგებს.

"ევრო 2024-ზე ჩემი ფავორიტები მეყოლება. მე საქართველოსა და სერბეთს ვუგულშემატკივრებ.

მინდა, რომ მათ წარმატებები ვუსურვო. ამ ნაკრებების კარგ ასპარეზობას ტაშით შევხვდები", - ციტირებს გუბერნიევს sovsport.

შეხსენებისთვის, რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვალერი კარპინის მეუღლე დარია კარპინამ განაცხადა, რომ ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას უქომაგებს.

alt"ევრო 2024-ზე საქართველოსა და გერმანიას ვუქომაგებ" - რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის მეუღლემ სოციალურ ქსელში თავის ფავორიტებზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 31 /
ნაც ები ნახე რა, ეგრევე კომაში ვარდებიან , თუ ვინმე თბილად მოიხსენიებს ქართველებს
Gio
02 ივნისი 2024 15:06
4
აფხაზებს და ოსებსაც ხო გულშემატკივრობთ?!ვის რათ უნდა თქვენი გულშემატკივრობა??დააბრუნეთ ჩვენი ტერიტორიები და სახლები!!!
სამაჩაბლოელი
04 ივნისი 2024 00:38
0
თქვენი საიტი ვინმე სხვამ ხომ არ იყიდა?
დავით
02 ივნისი 2024 11:25
3
სიომინი და სლუცკიც ჩვენია .
რატი
02 ივნისი 2024 08:28
1

სიახლეები პოპულარული