მსურველები აღარ ჰყავს - ოსიმენი წინადადებას არაბული კლუბებისგან ელოდება

AutoSharing Option
"ნაპოლის" ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის მომავალი გაურკვეველია. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ნიგერიელი წინადადებას ლონდონის "არსენალისა" და არაბული კლუბებისგან ელოდება.

წყაროს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელი პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს და "მეთოფეებში" გადასვლა მისთვის პრიორიტეტულია, თუმცა ლონდონელები მასში 130 მილიონის გადახდას არ აპირებენ და ამ პოზიციაზე, დიდი ალბათობით, "ლაიფციგიდან" ბენჟამინ შეშკოს გაიფორმებენ.

თავდაპირველად ბევრი იწერებოდა, რომ ოსიმენი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებდა, თუმცა, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ჯერჯერობით "არისტოკრატები" მისი დამატების ვარიანტს არც კი განიხილავენ.

აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენის დათმობას 130 მილიონ ევროზე ნაკლებად არ განიხილავს.
შესაბამისად, დიდი შანსია, რომ მომდევნო სეზონში აფრიკელი ფორვარდი საუდის არაბეთის პროლიგაში ვიხილოთ.

ტრანსფერის შანსს ზრდის ისიც, რომ ოსიმენი"პარტენოპეის" ახალი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედის. იტალიელ სპეციალისტს რომელუ ლუკაკუსთან მუშაობა სურს.

ვიქტორმა გასულ სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე 32 მატჩი გამართა, თავი კი 17 გატანილი გოლითა და 4 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ნაპოლის" პრობლემა: პსჟ-ს "კვარა" სურს, ოსიმენი - არა

altდიდი გაცვლა და პლუს, თანხა? - ოსიმენის "ნაპოლიდან" წასვლის შესაძლო დეტალები

მკითხველის კომენტარები / 21 /
დაერხა ლავრენტას, თანაც მაგრად!
მწვრთნელი
03 ივნისი 2024 15:03
2
რა ტყუილად აგინეს ჯუღელს? არ ყოფილა მართალიიიიი.......?????
იმერელი
03 ივნისი 2024 14:47
11
ჯუღელს იმიტომ აგინეს, სხვის საქმეში რომ ცხვირს ჰყოფდა და არა იმიტომ, ემანდ რატომ ზუსტი ინფორმაცია არ თქვიო. სოფლის ორღობის ჭორიკანასავით რომ მოიქცა და ქართველები დააკნინა ამით, ამიტომ იყო საგინებელი და არის კიდევაც
nika
03 ივნისი 2024 19:37
5
ოსიმენმა სასურველი ხელფასი გაინაღდა და ახლა ფეხიც რომ არ გაატოკოს,აღარაფერი ანაღვლებს.დე ლაურენტისს ეგონა, დიდ ფულს ვიშოვიო,მაგრამ ახლა ოსიმენის მსურველებმაც დაამუხრუჭეს და აიძულებენ,გასაყიდ ფასი დაბლა დასწიოს.მაინც გაყიდის,მაგრამ თუ ვერ გაყიდა,მაგრად იზარალებს.მაშინ უკვე ხვიჩას გაყიდვა მოუწევს,სხვებისათვის მისაღებ ფასად.არც ხვიჩას გაჰყიდის?არც ეს გაატოკებს ფეხს და დე ლაურენტისი ჩაიძირება!
სოსო
03 ივნისი 2024 14:39
5
დიახ, ამიტომ ვწერ ხშირ-ხშირად, ფულმა მოკლა ფეხბურთი და საერთოდ შეშალა კაცობრიობა, უფსკრულში გაგაგვჩეხა! სადაც გაუმაძღრობაა, სიხარბე იქ უმადურობის სამფლობელოა! სიხარბე და უმდურობა კი დაცემაა!!!
aburjga
03 ივნისი 2024 15:30
2
ჯუღელმა რომ გააკეთა წინასწარმეტყველება ოსიმენის საუდის არაბეთში გადასვლის შესახებ, ოსიმენმა ინტერნეტში გინება დაიწყო.
რეალობა
03 ივნისი 2024 14:14
5
100%-იანი!
ლაშა
03 ივნისი 2024 14:27
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული