"რეალი" მსაჯების ფავორიტი კლუბია... რატომ გავუშვი ხავი?" - რა განაცხადა ლაპორტამ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. 61 წლის საფეხბურთო ფუნქციონერის თქმით, მადრიდის "რეალს" მსაჯები ხშირად ეხმარებიან.

"რეალს" მსაჯები ხშირად ეხმარებიან, ამაში ახალი არაფერია. ჩვენ არასდროს მოგვისყიდია მსაჯები! "ბლანკოსი" კი მათი ფავორიტი კლუბია. ჩვენ ტექნიკური კომიტეტისგან მოვითხოვეთ კლასიკოში იამალის არჩათვლილი გოლის კადრები, მათ კი ის შეგნებულად არ მოგვცეს".

ლაპორტამ კომენტარი ხავის გათავისუფლებაზეც გააკეთა. მისი თქმით, ერნანდესის გათავისუფლებას არ აპირებდა, თუმცა ესპანელის ჟურნალისტებთან საუბარმა გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

"ხავი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ კლუბის სამომავლო გეგმებს იზიარებდა და წარმატების მიღწევის
სჯეროდა, თუმცა ჟურნალისტებს ახალი ხედვები და მოთხოვნები გააცნო. ამან დამარწმუნა, რომ გუნდს სიახლე სჭირდებოდა", - განაცხადა ლაპორტამ.

alt"ლაპორტა ხავიზე გაბრაზებულია" - ფაბრიციო რომანო დეტალებზე საუბრობს და ესპანელი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელებს ასახელებს

altლაპორტა ხავის გაუნაწყენდა და კლუბიდან უშვებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
სირცხვილია ბარსას პრეზიდენტი როა ეს ვითომ კაცი…ღირსება ნოლი
BOSS
06 ივნისი 2024 21:18
1
და ამ ბრძნული სიტყვებით თავისი უვარგისი სეზონი გადაფარა )))
მიდი ბიძია შენ სოფლის გუნდს მიხედე, შეეშვი დიდ ბიჭებს
მეგრელი
05 ივნისი 2024 17:16
8
ეს მართლა სოფლელი მეგრელი, გავარტყი დიდი შენ დიდ ბიჭებს
ბლაუგრანა
15 ივნისი 2024 16:38
1
ლაპორტა არის აფერისტი მაფიოზა! ლეო მესის მაგალითიც კმარა, თუ როგორ უსინდისოდ მოექცა. ასევე სხვა ლაგენდებსაც და რა გასაკვირია ჩავისაც ასე რო მოექცა? ეგ ხომ ლაპორტას სტილია?
ასეა!
05 ივნისი 2024 16:18
6
ლაპორტა "ქართულ ოცნებაში"!!
III
05 ივნისი 2024 14:01
11
ამაზე ნაგლი ადამიანი არ ვიცი რა. ამ ყველაფერს ამბობს ტიპი რომელიც ხავი-ინიესტას დროინდელი ბარსელონას პრეზიდენტი იყო. ჩელსი ბარსელონა მაინც არ ახსოვდეს, ლამის ინფარქტი რომ დამართეს ბალაკს და დროგბას. ან იმ ელ კლასიკოს დროს მაინც არ ყოფილიყო ეს ნაძირალა, მასკერანომ რომ რონალდო წააქცია და ამის გამო იგუანის გოლი არ ჩაუთვალეს, არადა პირიქით იყო ჯარიმა. რეებიც მაშინ ბარსას გაუტარეს ეგეთი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს
Superman
05 ივნისი 2024 12:41
16
არასწორია,,მსოფლიოში,,-სწორია ,,სამყარო,საპლანეტთაშორისო,,შავი ხვრელების ჩათვლით!!!
ლექსო
05 ივნისი 2024 15:46
3
ეჰ, ლაპროტ, ალბათ გავიწყდება ნეგრერიას საქმე ვის წინააღმდეგაა აღძრული და თან რამდენიმე საკითხვის უკვე რომ გაგამტყუნეს, იტირე და იძახე რეალს მსაჯები ეხმარებიანო
Dima
05 ივნისი 2024 11:23
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული