"რეალი" მსაჯების ფავორიტი კლუბია... რატომ გავუშვი ხავი?" - რა განაცხადა ლაპორტამ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. 61 წლის საფეხბურთო ფუნქციონერის თქმით, მადრიდის "რეალს" მსაჯები ხშირად ეხმარებიან.

"რეალს" მსაჯები ხშირად ეხმარებიან, ამაში ახალი არაფერია. ჩვენ არასდროს მოგვისყიდია მსაჯები! "ბლანკოსი" კი მათი ფავორიტი კლუბია. ჩვენ ტექნიკური კომიტეტისგან მოვითხოვეთ კლასიკოში იამალის არჩათვლილი გოლის კადრები, მათ კი ის შეგნებულად არ მოგვცეს".

ლაპორტამ კომენტარი ხავის გათავისუფლებაზეც გააკეთა. მისი თქმით, ერნანდესის გათავისუფლებას არ აპირებდა, თუმცა ესპანელის ჟურნალისტებთან საუბარმა გადაწყვეტილება შეაცვლევინა.

"ხავი ჩვენთან საუბარში აცხადებდა, რომ კლუბის სამომავლო გეგმებს იზიარებდა და წარმატების მიღწევის
სჯეროდა, თუმცა ჟურნალისტებს ახალი ხედვები და მოთხოვნები გააცნო. ამან დამარწმუნა, რომ გუნდს სიახლე სჭირდებოდა", - განაცხადა ლაპორტამ.

alt"ლაპორტა ხავიზე გაბრაზებულია" - ფაბრიციო რომანო დეტალებზე საუბრობს და ესპანელი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელებს ასახელებს

altლაპორტა ხავის გაუნაწყენდა და კლუბიდან უშვებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამაზე ნაგლი ადამიანი არ ვიცი რა. ამ ყველაფერს ამბობს ტიპი რომელიც ხავი-ინიესტას დროინდელი ბარსელონას პრეზიდენტი იყო. ჩელსი ბარსელონა მაინც არ ახსოვდეს, ლამის ინფარქტი რომ დამართეს ბალაკს და დროგბას. ან იმ ელ კლასიკოს დროს მაინც არ ყოფილიყო ეს ნაძირალა, მასკერანომ რომ რონალდო წააქცია და ამის გამო იგუანის გოლი არ ჩაუთვალეს, არადა პირიქით იყო ჯარიმა. რეებიც მაშინ ბარსას გაუტარეს ეგეთი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს
Superman
12:41 05-06-2024
16
ეჰ, ლაპროტ, ალბათ გავიწყდება ნეგრერიას საქმე ვის წინააღმდეგაა აღძრული და თან რამდენიმე საკითხვის უკვე რომ გაგამტყუნეს, იტირე და იძახე რეალს მსაჯები ეხმარებიანო
Dima
11:23 05-06-2024
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული