პოლიტანოს სერიოზული მსურველი ჰყავს - იტალიელი "ნაპოლის" დატოვებაზე თანახმაა

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბმა მატეო პოლიტანომ შეიძლება ზაფხულში კლუბი შეიცვალოს. ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იტალიელის გადაბირებით "რომა" ინტერესდება და "ჯალოროსიში" მისი ხილვის სურვილი პირადად რომაული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ გამოთქვა.

თავის მხრივ, ტრანსფერის წინააღმდეგი არც დე ლაურენტისია, "ნაპოლის" პრეზიდენტს პოლიტანოს სანაცვლოდ 12-დან 15 მილიონ ევრომდე სურს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიტანომ "პარტენოპეის" დატოვებაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

ცნობისთვის, მატეო "ნაპოლიში" ყოველწლიურად ხელფასის სახით 3.2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

altსპალეტიმ პოლიტანოს უგანა - ლუჩანომ იტალიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

alt

პოლიტანომ "ფროზინონეს" ულამაზესი გოლი გაუტანა [VIDEO]

alt"კონტე ნეაპოლში სახლს ეძებს, პოლიტანოსაც გაესაუბრა და ამ ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობასაც შეუდგა" - რა ინფორმაციას ავრცელებს იტალიელი ჟურნალისტი?

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხვიჩას სატრანსფერო ღირებულებაზე 7-8 ჯერ ნაკლებია და 2ჯერ მეტ ხელფასს აძლევენ, ამაზე დიდი უნამუსობა წარმოუდგენელია!!! ხვიჩა შენ მაგათ თითქმის უფასოდ მოაპოვებინე ჩემპიონობა და არანაირ ვალში აღარ ხარ, აქეთ აქვთ შენი ვალი და მგონი საკმარისია მანდ ყოფნა!!!!!
rigiti
20:06 07-06-2024
0
წავიდეს კარგია. თავი კვარაზე ძლიერ ფეხბურთელად მოაქვვს. გოლსაც არ ულოცავს ხოლმე, დაკვირვებული ვარ.
Გაბო
18:23 07-06-2024
2

სიახლეები პოპულარული