წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" ბელგიელის გასხვისებას 45 მილიონ ევროდ გეგმავენ. ცნობილია, რომ "ნაპოლის" ახალ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს რომელუსთან მუშაობა ძალიან სურს, ტრანსფერზე კი ლუკაკუმაც თანხმობა განაცხადა. ამიტომ მოსალოდნელია, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება.
"ჩელსიმ" ლუკაკუ მეორედ 2021 წელს, 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
31 წლის ფორვარდმა გასული სეზონი იჯარის წესით "რომაში" გაატარა, ბელგიელმა "ჯალოროსის" რიგებში 47 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა.
"ნეაპოლში მინუს ხუთი კილოგრამით მსუბუქს გელოდები" - კონტემ ლუკაკუს წონაში დაკლება ურჩია