"ნეაპოლში მინუს ხუთი კილოგრამით მსუბუქს გელოდები" - კონტემ ლუკაკუს წონაში დაკლება ურჩია

AutoSharing Option
"კორიერე დელა სერას" ცნობით, "ნაპოლის" ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვიქტორ ოსიმენის შემცვლელად რომელუ ლუკაკუ შეიგულა.

კონტეს ლუკაკუსთან წარმატებული მუშაობის გამოცდილება "ინტერიდან" აქვს და სურს, ისეთივე იხილოს და არა იმდაგვარი, როგორიც გასულ სეზონში "რომაში" იყო.

ანტონიომ რომელუს დაურეკა და უთხრა: "ნეაპოლში მინუს ხუთი კილოგრამით მსუბუქს გელოდები".
31 წლის ბელგიელის კონტრაქტი "ჩელსის" ეკუთვნის. მისი ხელფასი 12 მილიონი ევროა, რაც შეიძლება "ნაპოლისთვის" პრობლემად იქცეს. ამიტომ კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა არტიომ დოვბიკის (ჟირონა) კანდიდატურას განიხილავს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ მოქონილს 12 ლიმონი აქვს წელიწადში რომელიც თავის გუნდსაც არუნდა და დაატარებენ აქეთ იქით..კვარას კიდევ 4ლიმონზე ეჩალიჩებიან და ეს არის დაუფასებლობა.. 1 მილიონს ხელფასს რომ უხდი ფეხბურთელს და 150 მილიონად გინდა გაყიდვა მაგარი ბიზნესია ვერაფერს იტყვი..
roni
17:22 06-06-2024
0
31 წლის ფეხბურთელში 30 მილიონის გადახდა სისულელეა თანაც ლუკაკუში როცა არსებობენ უფრო ახალგაზრდები უფრო იაფად მაგრამ არ არიან გაპიარებულები სწორედ მაშვინ ხარ ძლიერი მენეჯერი როცა ასეთებს მოიძიებთ. გახსოვთ ალბათ მოსკოვური კლუბის ქართველი მენეჯერი ვინმე კიკნაძე რომელმაც არაფლად ჩააგდო გამცდილი მწვრთნელის შეგონება ხვიჩას გამო და გუნდში ჩარიცხული ბრილიანტი ყაზანში გაუშვა.
გიორგი
02:03 06-06-2024
1

სიახლეები პოპულარული