სატრანსფერო საგა იწყება - "ნაპოლი" ლუკაკუში 3-ჯერ ნაკლებს იხდის, ვიდრე "ჩელსის" სურს

AutoSharing Option
"ნაპოლი" "ჩელსის" რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ 15+3 მილიონ ევროს სთავაზობს, ამის შესახებ ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "არისტოკრატები" ბელგიელის გასხვისებას 45 მილიონ ევროდ გეგმავენ. ცნობილია, რომ "ნაპოლის" ახალ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს რომელუსთან მუშაობა ძალიან სურს, ტრანსფერზე კი ლუკაკუმაც თანხმობა განაცხადა. ამიტომ მოსალოდნელია, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები დიდხანს გაგრძელდება.

"ჩელსიმ" ლუკაკუ მეორედ 2021 წელს, 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

31 წლის ფორვარდმა გასული სეზონი იჯარის წესით "რომაში" გაატარა, ბელგიელმა "ჯალოროსის" რიგებში 47 მატჩში 21 გოლის გატანა მოახერხა.

alt"ნეაპოლში მინუს ხუთი

კილოგრამით მსუბუქს გელოდები" - კონტემ ლუკაკუს წონაში დაკლება ურჩია

alt"იუვენტუსში" მიმავალ ლუკაკუს მოღალატე ამჯერად ძანეტიმ უწოდა

მკითხველის კომენტარები / 3 /
ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ - ლუკაკუს დრო ისტორიას ჩაბარდა. ბოლო 3-4 სეზონის განმავლობაში საერთოდ აღარ ჩანს მოედანზე, წონა კიდევ სხვა საკითხია. სრა მგონია რომ ჩელსის ვინმემ გადაუხადოს 45 მილიონი. ხელფასიც 7-8 მილიონი მისთვის ეხლა ოცნებაა.
Walter White
12:10 08-06-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული