ჩეხებს ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ ფეხბურთელი გამოაკლდათ - ის გასულ შეხვედრაში თავის ნაკრებს კაპიტნობდა

AutoSharing Option
ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაცია გვაუწყებს, რომ "ტვენტეს" 25 წლის ნახევარმცველმა მიხაელ სადილეკმა ტრავმა მიიღო, რის გამოც თავის ქვეყანას ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება.

მათივე ინფორმაციით, იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც პარასკევს მალტასთან ამხანაგურ მატჩში ნახევარზე მეტი ითამაშეს, შაბათს ინდივიდუალური პროგრამა ჰქონდათ. სადილეკი ველოსიპედით სეირნობისას დაეცა და ფეხის არეში ჭრილობა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ 7 ივნისს მალტასთან მოგებულ 7:1 შეხვედრაში სადილეკი გუნდის კაპიტანი გახლდათ. ჩეხთა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა განაცხადა, რომ ჯერ არ იციან, გამოიძახებენ თუ არა რომელიმე ფეხბურთელს სადილეკის ნაცვლად. 

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთის ნაკრები F ჯგუფში
საქართველოსთან, თურქეთთან და პორტუგალიასთან ერთად იასპარეზებს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
რაღა ეს სადილეკი დაემტვრათ ნაღდად ნახევრად ქართველია (სადილეკი ანუ მოსადილე ქართულ-ჩეხურად) და იქნება რამეში დაგხმარებოდა P
zura222
09 ივნისი 2024 17:24
13
ისე გაუხარდა ზოგ-ზოგიერთს, ჯერ ერთი თურქეთი ისედაც ფავორიტია ჩეხებთან და ჩვენთან და ვთქვათ დასუსტდა ეს გუნდი ჩვენთან თამაშისთვის, თურქეტისტვის არ დასუსტდა?
ლევანი
09 ივნისი 2024 17:24
16
მესამე ადგილიც გადის ძმა ასე რომ დანაკლისს დიდი მნიშვნელობა აქვს ეხლა მთავარია კიტეს ტრამვა არ იყოს სერიოზული და 100 პროცენტით მზად იყოს 18 ში
გიო9
10 ივნისი 2024 00:56
0
ვაიმე, როგორ მეწყინაააა
შაკო
09 ივნისი 2024 16:05
1
ასეთ უაზრო ტრამვას, რომ ტიპი აიკიდებს, ის ცხოვრებაში არ უნდა მიიწვიო ნაკრებში, რად როს ველოსიპედია ევროპის ჩემპიონატის წინ.
სოსო
09 ივნისი 2024 15:57
7
ველოდიპედზე ჯდომასაც თუ დრო ქონდა ნაღდად არ ვიცოდი:) რას არ გაიგებ კაცი...
სოსო-ს
09 ივნისი 2024 18:19
5
კანისარესმა ფსოფლიოს წინა შეკრებაზე მიიღო ტრანვა,ადიკალონის ბოთლი დაეცა თითზე და გაუსივდა,ასე დარჩა მსოფლიოს მიღმა
მმმმმ
09 ივნისი 2024 16:59
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული