მისი თქმით, "ინტერს" სკუდეტოს შენარჩუნება გაუჭირდება.
"დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონი ძალიან ამაღელვებელი იქნება. არ ვფიქრობ, რომ "ინტერი" ტიტულის დაცვას მოახერხებს, ამაში ეჭვი მეპარება. ჩემპიონატის ფავორიტები "მილანი" და "იუვენტუსი" იქნებიან.
რაც შეეხება "ნაპოლის", კონტეს უდიდესი გამოცდილება აქვს და დე ლაურენტისმა ბრწყინვალე არჩევანი გააკეთა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს. ვფიქრობ, "მილანთან" და "იუვენტუსთან" ერთად, ჩემპიონატის მოგების შანსი "ნაპოლისაც" ექნება", - განაცხადა კაპელომ.
კაპელო: ფეხბურთს "დორტმუნდის" სასწაული სჭირდება