აზერბაიჯანის ნაკრები ცნობილმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჩაიბარა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად 69 წლის პორტუგალიელი ფერნანდუ სანტუში დანიშნეს. ხვალ მას ოფიციალურად წარადგენენ და კონტრაქტის დეტალები გახდება ცნობილი.

ფერნანდუ სანტუშის ხელმძღვანელობით, პორტუგალია 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ის ადრე "ეშტორილს", "ეშტრელას", "პორტუს", აეკ-ს (ორჯერ), "პანათინაიკოსს", "სპორტინგს", "ბენფიკას", "პაოკს", აგრეთვე, პოლონეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს ედგა სათავეში. ბოლოს "ბეშიქთაშში" მუშაობდა, რომელიც აპრილში დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები ჩვენ აზერბაიჯანელ მეგობრებს
გიო
19:03 12-06-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული