გადაყენებული ფერნანდო სანტუშის ნაცვლად პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხაელ პრობიერცი გახლდა, ვინაც პოლონეთის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი გახლდათ, წარსულში კი ექსტრაკლასას კლუბებში მუშაობდა.
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საწყის 5 მატჩში სანტუშის ბიჭებმა 3-ჯერ წააგეს, ბოლო ადგილზე არიან და პორტუგალიელსაც კარისკენ მიუთითეს.
პრობიერცის დებიუტი 12 ოქტომბერს ფარერებთან მატჩში შედგება.