"იცით, პარიზში მეზობლებმა ჩემს შვილებს რა უთხრეს?" - მესი

AutoSharing Option
მაიამის "ინტერის" ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ "პარი სენ ჟერმენში" გატარებული პერიოდი გაიხსენა. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის თქმით, მას და მის ოჯახს საფრანგეთში ცხოვრება ძალიან გაუჭირდათ.

"სიმართლე გითხრათ, ეს პერიოდი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე რთული იყო. ყოველთვის მეგონა, რომ კარიერას "ბარსელონაში" დავასრულებდი.

პარიზში ცხოვრებისას, ერთხელ მეზობლებმა კარზე ზარი დარეკეს და ბავშვებს შენიშვნა მისცეს, რადგან ისინი ფეხბურთს თამაშობდნენ. იმ დროს საღამოს 9-10 საათი იქნებოდა. მეზობლებთან ურთიერთობა მარტივი არ ყოფილა, თუმცა მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

ვეთანხმები თუ არა მბაპეს, რომ ევროპის
ჩემპიონატი მსოფლიო ჩემპიონატზე რთულად სათამაშო ტურნირია? - რა თქმა უნდა, მბაპე ცდება. ევროპის ჩემპიონატზე 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა, 5-გზის გამარჯვებული ბრაზილია და 2-გზის გამარჯვებული ურუგვაი არ თამაშობენ. ნომერ პირველი საფეხბურთო ტურნირი ყოველთვის მსოფლიო ჩემპიონატი იყო", - განაცხადა მესიმ.

altმესი: "რეალი" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია

altლობჟანიძის მაგარი გოლები მესის გუნდთან - ქართველმა მაიამის "ინტერს" 8-მატჩიანი მოგებათა სერია დაუსრულა [VIDEO]

alt"მესი ნაბიჭვარია" - "რეალის" ფანებს "ბარსელონას" ყოფილი ვარსკვლავი არ ავიწყდებათ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
მეზობლებმა დარეკესო ? ანუ ხმაურმა შეაწუხათ ? D რაა ხუთსართულიან ხრუშოვკაში ცხოვრობდა თუ ქარხნის "კომუნალკაში ? PP
zura222
10:59 14-06-2024
5
აღმაშფოთებელია, ეს რა საშინელი ცხოვრება ქონია ლეოს პარიზში. ვაახ, ვახ და ვახ! საჭყალი,კარგია რომ დროულად გამოასწრო.
ვაახ!
18:29 14-06-2024
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული