ამელიას თქმით, დონარუმა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.
"ფანებს, რომლებიც დონარუმას აკრიტიკებენ, ფეხბურთის შესახებ არაფერი გაეგებათ. ზოგიერთს კი შეიძლება უბრალოდ მისი შურს. 15 წლის დონარუმა უკვე "მილანის" კარს იცავდა და ამას წარმატებით ახერხებდა.
ის ევროპის ჩემპიონიც გახდა და ტურნირზე საუკეთესო იყო, იტალიის ნაკრებში კი თავის პოზიციაზე უკონკურენტოდ ნომერ პირველია. ყველაფერთან ერთად, დონარუმა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა და შეუძლია უკეთეს დონეზე ითამაშოს.
- შეიძლება პსჟ-მა საფონოვი შეიძინოს, შეუძლია თუ
ფეხბურთში ყველაფერი ხდება, თუმცა არ მესმის, როგორ შეიძლება ვინმემ დონარუმას კონკურენცია გაუწიოს", - განაცხადა ამელიამ.
საფონოვი პსჟ-ში - რუსული მედია ისევ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს?