"ყველა თავს რატომ მესხმის? იცოდეთ, ჩანაწერს გამოვაქვეყნებ!" - ოსიმენი წყობიდან გამოვიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რამდენიმე დღის წინ ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარი მწვრთნელი ჯორჯ ფინიდი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ფინიდმა კი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიგერიის ბენინთან (1:2) მარცხში ვიქტორ ოსიმენი დაადანაშაულა, რადგან ტრავმის გამო ვიქტორმა ნაკრებიდან წასვლა მოითხოვა.

"ოსიმენს თხოვნას ვერ დავუწყებ იმის გამო, რომ ნაკრებში ითამაშოს", - განაცხადა ფინიდმა ბენინთან მატჩის შემდეგ.

აღნიშნულ განცხადებს ვიქტორ ოსიმენმა უპასუხა.

"ამ ადამიანის მიმართ პატივისცემა დავკარგე. ყველა თავს რატომ მესხმის? მიუხედავად ნაკრებში მიღებული არაერთი ტრავმისა, ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემს ქვეყანას მაქსიმალურად დავხმარებოდი ახლა კი მარცხს ყველა მე
მაბრალებს.

როდესაც ტრავმის შესახებ ფინიდის ვესაუბრე, ჩვენი ლაპარაკი ჩავიწერე. რადგან ვიცოდი, რომ სიტუაციის გამოყენებას ჩემ საწინააღმდეგოდ ეცდებოდნენ, იცოდეთ, ჩანაწერს გამოვაქვეყნებ", - განაცხადა ოსიმენმა.

ნიგერია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4 ჩატარებული მატჩის შემდეგ 5 ქულით, ჯგუფში ბოლოსწინა, მე-5 ადგილს იკავებს.

altოსიმენის მყიდველი არავინაა და აგენტი დარჩენას ურჩევს

altახლა ოსიმენი, გაისად კვარაცხელია - დე ლაურენტისი პარიზში მოსალაპარაკებლად მიდის

altოსიმენი ლამის დეპრესიაშია: "გულცივ სამყაროში ვცხოვრობთ, ოჯახი უკვე ოჯახი არ არის და მეგობრებიც უკვე მეგობრები არ არიან"

მკითხველის კომენტარები / 8 /
მეცოდება ვიქტორი ასეთი ბულინგის ქვეშ რომ არის. კარგი ბიჭია და კარგი ფეხბურთელი. მრისხანე ძალა იყო ხვიჩასთან ერთად წინ სეზონში. ნაკლებად უნდა მიაქციოს ყურადღება იდიოტებს და მტრებს. ყველა წარმატებულ ადამიანს ყავს მტერი და მოშურნე. წარმატება ვიქტორს.
G.LA
17:19 16-06-2024
2
თქვა ამ კაცზე ჯუღელმა არაბულ ჩემპიონატში თუ გადავა ეგ იქნება მაგის მაქსიმუმიო და დაესიენ, რა თქვა ტყუილი? საკუთარ ნაკრებში არ უნდა თამაში და ეს ნაპოლიში ითამაშებს? ან რა პრეტენზიები აქვს, ესეც რონალდუ, ან მესი არ მყავდეს, საშუალო დონის თავდამსხმელია, წავიდეს ბანანი მოკრიფოს და ნერვები დაიმშვიდოს.
მომეცი მანგო
15:49 16-06-2024
37

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული