"ანჩელოტიმ საქართველოსთან მატჩის წინ დამირეკა და ეს მითხრა" - არდა გიულერი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე თურქების შემტევი ნახევარმცველი არდა გიულერი გახდა. 19 წლის ფეხბურთელმა 65-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ლამაზი გოლი გაიტანა და საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში გიულერმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე "რეალის" მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ესაუბრა.

"კარლო ანჩელოტიმ მატჩამდე დამირეკა და წარმატება მისურვა. ზოგადად, "რეალიდან" ყველა ძალიან მამხნევებს და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს", - განაცხადა გიულერმა.

შეგახსენებთ, თურქეთის ნაკრებისა და "ბლანკოსის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოს შემდეგ ყველაზე
ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
ქართველიც იტანს მასეთ გოლებს მაგრამ ასე შეუთვალეს ევროზე მასეთ გოლებს ვინ გაგატაინებსო... თურმე ევროზეც გადის....არაბიძე ნაკრებში!!!
roni
19 ივნისი 2024 00:13
6
მოკლედ,რომელ გუნდშიც „მოხუცი" და ბავშვი იყო,ყველას ჩვენთან მოეცა სატრაბახო.რა ბედი გვაქვს?
თამაზი
19 ივნისი 2024 00:38
0
Პირდაპირ თქვი-კვარადონას რო გაეტანა რა დღეში იქნებოდა კვარამადიდებლები. Მიწაწყალო მე მგონი საქართველოს ნაკრების მომავალი კაპიტანი უნდა იყოს გუნდის უპირობო ლიდერი ქოჩორა.ქოჩორა არი ის ფეხბურთელი ვის გარშემოც უნდა ჩამოყალიბდეს მომავალი ნაკრები.აი კვარადონა კი...შეიძლება მოვიდეს მწვრთნელი რომელიც არც კი გამოიძახებს ნაკრებში
Მასტერს
19 ივნისი 2024 06:46
14
სულ მალე ხვიჩა აგაწკმუტუნებთ სირცხვილისგან,თქვე უმადურებო თქვენა!
მაო
19 ივნისი 2024 08:16
4
ამ კაცს ეხერხება მოცემული ადგილიდან განუმეორებელი დარტყმა.სხვა დროს ბევრი აუღებს.
ილია
19 ივნისი 2024 00:11
0
გააზრებული თამაშისთვისო?
Nadved-ს
19 ივნისი 2024 01:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული