"ანჩელოტიმ საქართველოსთან მატჩის წინ დამირეკა და ეს მითხრა" - არდა გიულერი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე თურქების შემტევი ნახევარმცველი არდა გიულერი გახდა. 19 წლის ფეხბურთელმა 65-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ლამაზი გოლი გაიტანა და საკუთარი ნაკრები წინ გაიყვანა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში გიულერმა განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე "რეალის" მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ესაუბრა.

"კარლო ანჩელოტიმ მატჩამდე დამირეკა და წარმატება მისურვა. ზოგადად, "რეალიდან" ყველა ძალიან მამხნევებს და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს", - განაცხადა გიულერმა.

შეგახსენებთ, თურქეთის ნაკრებისა და "ბლანკოსის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოს შემდეგ ყველაზე
ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

altევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
მოკლედ თურქეთის მხრიდან ორი გოლი ფაქტიურად კარიერის საუკეთესო გავარდნა გამოუვიდათ ორივეს, ჩვენ კიდე 3 ძელი, კარის ხაზიდან გამოტანილი ბურთი და კიდევ რამდენი რამ. მოკლედ ხანდახან არის თამაშები საკუთარ თავსაც რო გადაახტე უბრალოდ შენი დღე არ არის. ბიჭებს მადლობა გააზრებული თამაშისთვის
nedved
00:02 19-06-2024
1
მართლა მაგარი გაიტანა,წარმოიდგინეთ ვინმე ჩვენიანს რომ გაეტანა ასეთი რა დღეში ვიქნებოდით...ერთხელ მიეცა სივრცე დასარტყმელად და ასეთი შეასრულა 19 წლის ბიჭმა....
Master
23:29 18-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული