
16 წლის ფეხბურთელის თქმით, მას ყველაზე მეტად უილიამსთან ერთად თამაში სურს.
"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული და მხოლოდ ერთი ფეხბურთელის შეძენა შემეძლოს, ნიკო უილიამსს ავირჩევდი. იმედი მაქვს, "ბარსელონაში" მასთან ერთად ვითამაშებ", - განაცხადა იამალმა.
შეგახსენებთ, უილიამსი "ბილბაოს" აღზრდილია. ნიკოს ბასკურ კლუბთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს, თუმცა მის მსურველ კლუბებს 50 მილიონად კონტრაქტის გამოსყიდვა შეუძლიათ.