უარი "მანჩესტერ იუნაიტედს", "ჩელსისა" და "ნიუკასლს" - ოლისემ "ბაიერნი" აირჩია

AutoSharing Option
"კრისტალ პალასის" შემტევი მაიკლ ოლისე დიდი ალბათობით, კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანელი ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.

წყაროს ცნობით ფრანგის გადაბირებით "ჩელსი", "ნიუკასლი" და "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებოდნენ, თუმცა ოლისემ "რეკორდმაისტერში" თამაში აირჩია.

"ბაიერნი" "კრისტალ პალასს" შემტევის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს გადაუხდის.

ოლისემ "არწივების" მაისურით გასულ სეზონში 19 მატჩი ჩაატარა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 6 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული