"საფეხბურთო ღმერთი ყოველთვის სამართლიანი არ არის" - მოდრიჩი იტალიასთან მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
გუშინ, 24 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, ხორვატია იტალიას დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ხორვატები მოდრიჩის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა სპალეტის გუნდმა 90+8 წუთზე ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, "სკუადრა აძურადან" გოლი ცვლილებაზე შემოსულმა ძაკანიმ გაიტანა.

ამ შედეგით იტალია B ჯგუფში მერვედფინალში მეორე ადგილით გავიდა, ესპანეთი პირველი ადგილიდან, ხოლო ხორვატია 2 ქულით მესამე ადგილზეა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი თითქმის დაკარგული აქვს.

შეხვედრის შემდეგ 38 წლის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"საფეხბურთო ღმერთი ყოველთვის სამართლიანი არ არის, იტალიასთან, ისევე, როგორც ალბანეთთან,
გოლები ბოლო წუთზე გავუშვით. ფეხბურთი ზოგჯერ დიდი იღბლის მომტანია, ხანდახან კი - სევდის. მიუხედავად ყველაფრისა, შეგვიძლია ვიამაყოთ იმით, თუ როგორ დავიცავით ჩვენი ქვეყნის სახელი. ეს დღე ჩვენთვის ძალიან სევდიანია", - განაცხადა მოდრიჩმა.

38 წლის მოდრიჩი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპირველობებზე გოლი გაიტანა.

altძაკანიმ იტალია პლეი-ოფში გაიყვანა - ესპანეთმა დუბლებით ალბანეთს სძლია

მკითხველის კომენტარები / 13 /
საერთოდ იტალიისტი ვარ თანაც ყველაფერში,მაგრამ ხორვატიას რომ მოეგო იტალია 3 ქულით გავიდოდა და ხორვატიაც.უბრალოდ ხორვატიას დიდი დამსახურება აქვს ევროპულ ფეხბურთში.
jiji
25 ივნისი 2024 16:10
1
ქვედა კომენტარის ავტორს: რა დამსახურება აქვს ხორვატიას და ის პირველ რიგში, რომ ამდენი წლის განმავლობაში 98-დან შექმნა იმედი პატარა ქვეყნებისთვის, რომ თურმე შესაძლებელია ბობოლებთან არა მარტო ბრძოლა, არამედ ხშირად გამარჯვებაც კი. აღარაფერს ვიტყვი ამ ხნის განმავლობაში თუ როგორი ფეხბურთელები მისცა ფეხბურთს. მოდრიჩიც კმარა. რაც ზემოთ ვახსენე, ცოტაა?
სოსო
26 ივნისი 2024 11:55
0
უკაცრავად, მაგრამ შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით აგვიწეროთ, რა დამსახურება აქვს ხორვატიას ევროპულ ფეხბურთში? ერთი ჩვეულებრივი, ზომაზე მეტად გაპიარებული გუნდია, რომელიც რუსეთთანაც კი დაცვაში ზის და პენლებამდე მისვლას ცდილობს, ეგაა სულ
სოსო
25 ივნისი 2024 16:47
6
ისე რამდენჯერმე ვნახე სპეციალურად, ფრატეზის ბურთი ხვდება მარჯვენა მხარზე და მერე მარცხენა ხელზე. როგორც ვიცი, სხეულიდან ასხლეტილი ბურთი თუ ხვდება ხელზე, იქ პენალტი არაა, თუ წესები შეიცვალა და მე ვცდები?
ბექა
25 ივნისი 2024 15:00
0
რა დღეში გაქვს ბიჭო ნერვები, ან სანზონელებმა რა დაგიშავეს, ან "უბნის ბესეტკას" რას ერჩი, ან მე ვიღაც გადამთიელი მოდრიჩის გულისთვის რატომ მიძაბავ
Superman-ს
25 ივნისი 2024 14:58
0
ვიხუმრე ჩემო ძმაო, არ მეგონა თუ გეწყინებოდა.
უბრალოდ მოდრიჩს რომ ხმის ამოღების უფლება არ აქვს მაგაზე გამეცინა. მეტი რა კარიერა უნდა ქონდეს კაცს რო ხმა ამოეღებოდეს :))
ბოდიშს გიხდი თუ ცუდად მიიღე
Superman
25 ივნისი 2024 22:32
0
რაღაც ხორვატული ფეხბურთის მზე ჩადის ,იმედია დროებით.
რიო
25 ივნისი 2024 14:58
0
ეგ სიტყვები ლუკიტო სიტი-რეალის შემდეგ რომ გეთქვა უფრო ღირსეული იქნებოდა
ზაკო
25 ივნისი 2024 11:45
13
ალბანეთს რომ ვერ მოუგებ, იქ ხმა არ უნდა ამოიღო
ჯაბა
25 ივნისი 2024 11:18
10
ისე ალბანეთს ხელი რატომ წამოკარით, არ არის სუსტი გუნდი და არც ასაგდებად მოსახსენიებელი
დათო
26 ივნისი 2024 11:58
0
ხმა მაშინ არ უნდა ამოიღო როცა ვიღაც სანზონელი ჯაბა ხარ და უბნის ბესეტკიდან ნიშნის მოგებით წერ კომენტარებს და თან ცალი ხელით აჭარაზე სლოტებს თამაშობ.
ხოლო როდესაც ლუკა მოდრიჩი ხარ, შეგიძლია საერთოდ არც გაჩუმდე.
Superman
25 ივნისი 2024 12:30
4
მართალი ხარ ლუკა, მაგრამ ეგ სიტყვები სიტი-რეალის შემდეგ რომ გეთქვა უფრო ღირსეული იქნებოდა
ზაკო
25 ივნისი 2024 11:15
4
შემეცოდა ხორვატია
alex
25 ივნისი 2024 10:31
12

სიახლეები პოპულარული