ნეიმარმა თავის კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე დაასახელა

AutoSharing Option
"ალ-ჰილალის" ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა ის ფეხბურთელი დაასახელა, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად გაუჭირდა.

მან ასეთად თანამემამულე, 39 წლის მცველი ტიაგო სილვა მიიჩნია. ვეტერანი უკანახაზელი გასულ სეზონში "ჩელსის" რიგებში ირჯერობდა და 38 შეხვედრაში 4 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

რაც შეეხება ნეიმარს, ის საუდის არაბეთში გადასვლის შემდეგ ტრავმებმა გატანჯა და გასულ სეზონში მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 შედეგიან დარტყმას 3 ასისტიც მიაყოლა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტიაგო სილვა 39 წლისაა!
Irakli
15:12 26-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული