La Stampa-ს ცნობით, გიორგის დამატებით "ლაციო" და "ტორინო" ინტერესდებიან.
გამოცემის ინფორმაციით, "არწივები" ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ფავორიტია და მოთამაშის აგენტთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ქოჩორაშვილის გარდა, "ლაციო" ლოუმ ჩაუნას (სალერნიტანა), ტიჯანი ნოსლინისა (ვერონა) და ფისაიო დელე-ბაშირუს (ჰატაისპორი) დამატებას განიხილავს. თუმცა კლაუდიო ლოტიტოს სურს, რომ გიორგი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მისი გუნდის პირველი შენაძენი გახდეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას მოითხოვს "ლევანტე" გიორგი ქოჩორაშვილის სანაცვლოდ.
შეგახსენებთ, "ტორინოში" კიდევ ერთი ქართველი, საბა საზონოვი ირიცხება.
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა - ქართველი ფეხბურთელი უკეთეს გუნდს იმსახურებს
"მამარდას" კარიდან გამოყვანა ამის მაგალითი იყო" - რას აცხადებს გიორგი ქოჩორაშვილი?
საუკეთესო ქოჩორაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" თურქეთთან მატჩში?