"VAR-ის გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს" - რონალდ კუმანი

AutoSharing Option
გუშინ, 10 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, ინგლისმა ნიდერლანდები 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "ნარინჯისფერების" მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ინგლისმა მე-18 წუთზე ანგარიში პენალტით გაათანაბრა, იქამდე კი ნიდერლანდელთა საჯარიმოში წესების დარღვევის ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა.

"იმ ეპიზოდში პენალტი არ ყოფილა, დუმფრისმა მხოლოდ დარტყმის დაბლოკვა სცადა.

VAR-ის ასეთი გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს. იმ მომენტში მცველს სხვა რა უნდა გაეკეთებინა? ვფიქრობ, მსაჯმა უამრავი სულელური გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ თამაში ამის გამო არ წაგვიგია", - განაცხადა კუმანმა.

შეგახსენებთ, ევრო 2024-ის ფინალში ინგლისის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
მატჩი 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altსაკამათო პენალტი - ინგლისმა ნიდერლანდებს მოუგო და ფინალში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ვარმა მსაჯების უამრავი შეცდომის თავიდან აცილების საშუალება მოგვცა და თუ კიდევ ამდენი დარჩა სადავო,ეს ვარის კი არა,იქ მსხდომი მსაჯების ბრალია.იმ კონკრეტულ შემთხვევაში,ჩემი აზრითაც პენალტი უნდა დანიშნულიყო.მცველი "ნაგლადტკას" აკეთებდა და კეინს ფეხის მოძრაობა რომ არ შეეჩერებინა,ფეხს იქ დატოვებდა.ფეხის ბოლომდე არ მისულმა მოძრაობამ კი,ბურთს სულ სხვა მიმართულება მისცა და კარს ასცდა.
სოსო
12:29 15-07-2024
0
მესმის, რომ უმცირესობაში ვარ, :)) მაგრამ მე არ დავნიშნავდი პენალტს.
ფაქტიურად, კარში დარტყმა უკვე შესრულებული იყო და ბურთს მიმართულება მიცემული ჰქონდა.
მე გაფრთხილებას მივცემდი ჰოლანდიელ მცველს და კარიდან დარტყმას დავნიშნავდი.
გასაგებია, რომ მსაჯმა ჩემზე მეტი იცის და იმიტომ ის დანიშნეს მაგ თამაშზე და არა მე, :) მაგრამ მე ეგრე დავინახე ეგ ეპიზოდი.
კევინი
18:52 11-07-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული